რამზან კადიროვმა ალა პუგაჩოვას, ჯოხარ დუდაევზე გაკეთებული განცხადებების გამო, "ხალხის მტერი და მოღალატე" უწოდა
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ეროვნულ პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის მინისტრმა, ახმედ დუდაევმა, რეგიონის ლიდერთან, რამზან კადიროვთან ერთად, მკაცრად გააკრიტიკა რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა მას შემდეგ, რაც პუგაჩოვამ კომენტარი გააკეთა თვითგამოცხადებული იჩქერიის ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტ ჯოხარ დუდაევზე.
ყველაფერი ჟურნალისტ ეკატერინა გორდეევასთან პუგაჩოვას ინტერვიუთი დაიწყო, რომელიც 10 სექტემბერს გამოქვეყნდა, სადაც მომღერალმა აღნიშნა, რომ პირადად იცნობდა ჯოხარ დუდაევს და დაახასიათა იგი როგორც ღირსეული, პატივსაცემი, ინტელექტუალური და სიმპათიური ადამიანი.
"ჩემს მეხსიერებაში განსაკუთრებით ჩარჩა პირველი ჩეჩნური ომი, რადგან ჯოხარ დუდაევს ვიცნობდი. ის იყო ღირსეული, პატივსაცემი, გონიერი ადამიანი — სიმპათიური კაცი. და მისი ცოლი! რა ცოლი ჰყავდა: ხელოვანი, მწერალი, პოლიტიკოსი," — განაცხადა პუგაჩოვამ.
მომღერალმა ასევე აღიარა, რომ გრძნობდა დანაშაულს დუდაევის მეუღლის, ალას მიმართ, რომელსაც რთულ დროს ვერ დაეხმარა.
მინისტრმა ახმედ დუდაევმა (რომელსაც არანაირი ნათესაობა არ აკავშირებს ჯოხარ დუდაევთან) პუგაჩოვას სიტყვებს ვიდეომიმართვით უპასუხა. მან თქვა, რომ მომღერალი და სხვა "პროვოკატორები, რომლებიც რუსეთიდან გაიქცნენ", მისი აზრით, "პასუხს აგებენ თითოეული სიტყვისთვის".
"მსგავსი განცხადებების გაკეთებითა და ტერორისტის გმირად წარმოჩენით, ალა პუგაჩოვა შეურაცხყოფს იმ 300 000 ადამიანის ხსოვნას, ვინც დაიღუპა [იგულისხმება ჩეჩნეთის ომებში გარდაცვლილთა რაოდენობა]. ის შეურაცხყოფს მთლიან ჩეჩენ ხალხს. ალა პუგაჩოვა და სხვა პროვოკატორები, ვირთხები, რომლებიც ჩვენი ქვეყნიდან გაიქცნენ, აგებენ პასუხს თითოეულ სიტყვაზე. ისტორია განსჯის მათ. მათ მოუწევთ პასუხისგება დაღუპულთა ხსოვნის წინაშე, ვინც შეურაცხყვეს," — განაცხადა დუდაევმა.
მან ასევე დაამატა, რომ პუგაჩოვა და მისი მომხრეები თითქოსდა ელოდნენ რუსეთის დამარცხებას დასავლეთთან დაპირისპირებაში.
"ისინი წინასწარ ამბობდნენ, რომ ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიშლებოდა, სახელმწიფო დაიშლებოდა. ისინი გაიქცნენ ქვეყნიდან, როგორც ვირთხები დაძირული გემიდან. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, გემი არ იძირება, პირიქით — სიჩქარეს იკრებს," — განაცხადა მინისტრმა.
ალა პუგაჩოვა გააკრიტიკა ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმაც და მას "ხალხის მტერი და მოღალატე" უწოდა.
"ალა პუგაჩოვა აბსურდულ აზრებს გამოთქვამს ჩეჩენი ხალხისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდზე. ჯოხარ დუდაევი მხოლოდ გარეგნულად წარმოაჩენდა თავს და ჩეჩნების პრობლემებს უპატივცემულოდ ეკიდებოდა. ომი დაიწყო ისეთივე მოღალატეებმა, როგორიც იყვნენ [დაღუპული რუსი ოლიგარქი ბორის] ბერეზოვსკი და პუგაჩოვა," — განაცხადა კადიროვმა.
კადიროვმა პუგაჩოვა დაადანაშაულა ტერორისტის ქმედებების გამართლებაში, ხოლო თავად ჯოხარ დუდაევს დააბრალა ათობით ათასი ჩეჩენის სიკვდილი.
მომღერლის განცხადებებმა სასამართლო სარჩელიც გამოიწვია. ადვოკატმა ალექსანდრ ტრეშჩოვმა, რომელიც საკუთარ თავს ავღანეთის ომის ვეტერანად მოიხსენიებს და ხშირად ჩნდება ფედერალური ტელევიზიის თოქ-შოუებზე, სასამართლოს სარჩელი "მებრძოლთა ვეტერანების შეურაცხყოფის" გამო წარუდგინა. მან თქვა, რომ პუგაჩოვას სიტყვები პირადად მისთვის შეურაცხმყოფელი იყო.
რუსეთის სახელმწიფო მედია RT-ის ინფორმაციით, სარჩელი ჯერჯერობით არ არის მიღებული განსახილველად. ადვოკატმა განაცხადა, რომ თუ ის მიიღებს კომპენსაციას, ის თანხა ვეტერანების დახმარებას მოხმარდება.
მანამდე, კრემლის მხარდამჭერმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსებმა პუგაჩოვას სიტყვებს ყურადღება მიაქციეს. ისინი მოითხოვდნენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას "ტერორიზმის გამართლების" მუხლით, რაც გულისხმობს პირის შეყვანას რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სააგენტოს — "როსფინმონიტორინგის" ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში.
კრემლს პუგაჩოვას ინტერვიუს შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
2015 წელს კადიროვმა პუგაჩოვა "ყველასათვის საყვარელ მომღერლად" მოიხსენია და მისი ქორწინება მაქსიმ გალკინთან მაგალითად მოიყვანა. თუმცა, მას შემდეგ, რაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მომღერალმა და მისმა მეუღლემ რუსეთი დატოვეს და 2022 წელს თავად გალკინი რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ "უცხოელი აგენტების" სიაში შეიყვანა.
პუგაჩოვას ინტერვიუს ეკატერინა გორდეევასთან YouTube-ზე უკვე მილიონობით ნახვა აქვს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები