Driving Excellence — თეგეტამ საავტომობილო სექტორში პირველად წლიური ანგარიში წარადგინა
ფოტო: თეგეტა
კომპანიის საქმიანობა, მართვის პრაქტიკა და სრული ფინანსური მაჩვენებლები — თეგეტა ჰოლდინგმა პარტნიორებსა და დაინტერესებულ მხარეებს 2024 წლის ანგარიში წარუდგინა. საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული დოკუმენტი გრძელვადიანი ხედვის ნაწილია და ჰოლდინგის პასუხისმგებლობას, ანგარიშვალდებულებასა და კორპორაციულ კულტურას უსვამს ხაზს.
პრეზენტაცია თეგეტას მულტიფუნქციური სერვისცენტრის კონცეპტუალურ სივრცეში გაიმართა. ღონისძიებას კომპანიის პარტნიორი ორგანიზაციები, საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, ჰოლდინგის მენეჯმენტი და თანამშრომლები ესწრებოდნენ. 200-გვერდიანი დოკუმენტი ღონისძიების წარმომადგენლებს კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა გააცნო.
ფოტო: თეგეტა
ეკატერინე ქავთარაძე, თეგეტა ჰოლდინგის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: “თეგეტას პირველი წლიური ანგარიში საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილი დოკუმენტია, რომელიც ასახავს ჩვენს პროგრესს, სტრატეგიასა და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც თანამშრომლების, მომხმარებლებისა და პარტნიორების წინაშე გვაქვს აღებული.
ანგარიში გვაძლევს შესაძლებლობას, მკაფიოდ ვაჩვენოთ, სად ვართ დღეს და რა გზით ვვითარდებით. ის მოიცავს დეტალურ ანალიზს ჩვენი ბიზნესის დინამიკის, ქართულ და რეგიონულ ეკონომიკაში თეგეტას როლის, ასევე ინოვაციური პროექტებისა და ახალი თანამშრომლობების შესახებ, რომლებიც გასულ წელს დავიწყეთ.
ანგარიში ადასტურებს, რომ ჩვენი მიზანია, დავამკვიდროთ მაღალი სტანდარტი, რომელიც ემყარება გამჭვირვალობას, კორპორაციული მართვის კულტურასა და მუდმივ განვითარებას.
ჩვენ ვაგრძელებთ ნდობის განმტკიცებას, რომელიც გვაკავშირებს ჩვენს გუნდთან, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან“.
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგი წელს 30 წლის იუბილეს აღნიშნავს, აერთიანებს 35-ზე მეტ შვილობილ კომპანიას, ჰყავს 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციული მომხმარებელი. საერთაშორისო სტანდარტების ანგარიშში კომპანიამ დაინტერესებულ პირებს მომხმარებელთა და დაკავშირებულ მხარეთა კმაყოფილების კვლევის შედეგები წარუდგინა. დოკუმენტის მიხედვით, 2024 წელს თეგეტა ჰოლდინგის მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსმა 96% შეადგინა.
დოკუმენტში დაწვრილებით არის აღწერილი გასული წლის ფინანსური მაჩვენებლებიც. კომპანიის შემოსავალი 2024-ში 19%-ით გაიზარდა და 1,6 მილიარდ ლარს მიაღწია. ჰოლდინგის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილმა თანხამ 125 მილიონს გადააჭარბა.
ფოტო: თეგეტა
მკვეთრად გაფართოვდა ჰოლდინგის ბიზნესპორტფელი ისეთი ბრენდებით, როგორებიცაა Bentley, Lamborghini, ისე ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr.
ფოტო: თეგეტა
2024 წელი მნიშვნელოვანი იყო ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისითაც. აშენდა ახალი სერვისცენტრები, როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილებისთვის. გეზის ეკონომიკურ ზონაში განხორციელებული პროექტი ერთ-ერთი გამორჩეულია კომპანიისთვის და MAN-ის A+ სერტიფიკატს ფლობს.
გასულ წელს თეგეტა ჰოლდინგმა საქართველოში პირველი მულტიბრენდული შოურუმი გახსნა. ის Geely-ს, Mazda-სა და Auto Gallery-ს აერთიანებს.
ფოტო: თეგეტა
წლიურ ანგარიშში კომპანიის საერთაშორისო ექსპანსია და რეგიონებში თეგეტას საქმიანობაც მოხვდა. 2024 წელს თეგეტა Bridgestone-ის ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. გარდა ამისა, გაფართოვდა რეგიონული თანამშრომლობა Mazda-სთან და კომპანია იაპონურ ბრენდს სომხეთის ბაზარზეც წარმოადგენს. წელი წარმატებული იყო კომერციული ტექნიკის მიმართულებითაც: თეგეტა სომხეთსა და აზერბაიჯანში Renault Trucks-ის ოფიციალური დილერი გახდა. გაყიდვების პორტფელში პირველად დაფიქსირდა სპეციალური დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია თურქმენეთისა და ყაზახეთის ბაზრებზე.
როგორც პასუხისმგებლობიანი ბიზნესისთვის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა თეგეტა ჰოლდინგის საქმიანობის განუყოფელი ნაწილი იყო 2024 წელსაც. თეგეტა ერთადერთი კომპანიაა რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია შეიმუშავა და 2024 წელს სტრატეგიით გაწერილი მიზნებისა და ამოცანების შესახებ საზოგადოებას დეტალური ანგარიში წარუდგინა.
ახალი სტანდარტის დანერგვით თეგეტა არა მხოლოდ საკუთარ საქმიანობაში ამკვიდრებს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის კულტურას, არამედ, საავტომობილო სექტორს აძლევს მაგალითს პასუხისმგებლობიანი ბიზნესის წარმოების მიმართულებით. 2025 თეგეტასთვის საიუბილეო წელია — ჰოლდინგი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამ მნიშვნელოვან თარიღს ახალი სტანდარტებითა და ამბიციური გეგმებით ხვდება.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები