ჟინი ყოველთვის იგებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში დგება ის ერთი გარდამტეხი მომენტი, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ მიზნის მისაღწევად მხოლოდ სურვილი, გამოცდილება და ცოდნა აღარ კმარა.
ეს არის წამი, როცა არჩევანის წინაშე დგები: გაჩერდე თუ გააგრძელო. გაჩერება მარტივია, მაგრამ ვინც გაგრძელებას ირჩევს, მათთვის აქ იწყება ბრძოლა თვითდისციპლინის, შეუპოვრობისა და შინაგანი თავისუფლების მოსაპოვებლად.
და სწორედ ასეთ დროს, მოზღვავებული ენერგიისა და ბრაზის ფონზე, ჩვენში იღვიძებს ჟინი, რომელიც ნამდვილ ცეცხლად გარდაიქმნება. ამ დროს გაჩერება შეუძლებელია, ან რატომ უნდა გავჩერდეთ? როდესაც, ჟინი დანებებას არ ცნობს!
ჟინის ქომაგი
ახალი კამპანიის ფარგლებში, მოგიყვებით ადამიანებზე, რომლებიც გამორჩეულად ჯიუტები და დაუღალავები არიან. მათი გზა არ არის უბრალოდ წარმატებასა და აღიარებაზე, ეს არის ისტორიები იმაზე, თუ როგორ აქციეს ოცნება მოქმედებად, იდეა რეალობად, ხოლო მონდომება დიდ გამარჯვებად.
ისინი გვასწავლიან, რომ ჟინი ყოველთვის იმარჯვებს და იმედივით ჩნდება ყველგან, ადამიანთა მზერაში, ყოველდღიურ მოქმედებაში, პატარ-პატარა მიღწევებსა თუ შეუმჩნეველ ნაბიჯებში, რომლებსაც საბოლოო მიზნამდე მივყავართ.
ამ ყველაფერში საქართველოს ბანკის როლი შეუცვლელია, რომელიც არა მხოლოდ მხარს უჭერს ქართულ სპორტს, მხატვრობასა და კულტურას, არამედ, აქტიურად ეძებს ახალ შესაძლებლობებს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მუდმივი განვითარება, ახლის ძიება და დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, არ არის მხოლოდ სიტყვები, რადგან საქართველოს ბანკი არასდროს ჩერდება, ის იქაა, სადაც იბადება ახალი იდეა, სადაც ენერგია გარდაიქმნება მოქმედებად, ხოლო შეუჩერებელი ჟინი მომავალს ქმნის. შესაბამისად, ყოველი ახალი პროექტი გამორჩეული და უკონკურენტოა.
პირველად იყო ჟინი
ჟინი არ არის უბრალო სურვილი, დისციპლინა, სიმამაცე და დაუღალავი შემართება. შეიძლება ითქვას, რომ ის თოლია ჯონათანია, რომელიც არ კმაყოფილდება წყლის ზედაპირზე ცურვითა და თევზებზე ნადირობით. თავისუფლების მოყვარული თოლია საკუთარი გუნდისგან განცალკევებით დღე და ღამ ვარჯიშობს, რათა აითვისოს სწრაფად ფრენა, დიდი სიმაღლიდან დაშვება და მანევრირება. რეალურ ცხოვრებაშიც ასეა, გარდამტეხ მომენტში ან ვჩერდებით, ან ვაგრძელებთ ბრძოლას და ვცდილობთ ჩვენი ხელწერის დატოვებას.
ყველა ეპოქაში ასე იყო, ქართველი ყოველთვის გამოირჩეოდა სიჯიუტითა და დაუღალავი ჟინით.
ჟინით მებრძოლები
ჟინი ყველაშია. სპორტსმენებში, რომლებიც უშრეტი ენერგიით, ნებისყოფითა და თავდაუზოგავი შრომით ცდილობენ საკუთარი და ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩენას. ისინი მარცხსაც კი გამარჯვებად აქცევენ და მუდამ მიიწევენ წინ. ქომაგებში, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში ემოციით, გულითა და ენთუზიაზმით მხარს უჭერენ საყვარელ გუნდს და ქმნიან მუხტს. მთასვლელებში, რომლებიც ხიფათსა და ექსტრემალურ პირობებსაც კი უმკლავდებიან, რათა მწვერვალამდე მიაღწიონ და დროშა აფრიალონ.
სიტყვა, რომ არ გაგვიგრძელდეს, ახალი პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკი დაამტკიცებს, რომ ჟინთან ჭიდაობას აზრი არ აქვს, ჟინისგან დანდობას ნურავინ ელის, ჟინი ხსნის NBA რეკორდს, ჟინი ხდება პირველი ქალი გამარჯვებული ჯუდოში, ჟინს გააქვს სეზონის საუკეთესო გოლი და კიდევ რა დათვლის რას აღა აკეთებს. ეს ყველაფერი კი, სხვებისთვის იქცევა შთაგონებად, რომ ჩვენი შესაძლებლობები უსაზღვროა.
უფრო მეტისთვის ნახეთ ვიდეო:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები