მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც გიორგი თორაძეს ევროვიზიაზე საქართველოს წარდგენა სურს
ფოტო: Aka Phrodiashvili, Archil Keidia
ქართველმა მომღერალმა და მსახიობმა გიორგი თორაძემ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარდგენის სურვილი გამოთქვა. თორაძემ, სასცენო სახელით Torcho, თავისი ახალი სიმღერა Zardakhsha უკვე გაუგზავნა პირველ არხს, რომელიც ევროფესტივალისთვის ქართველი კონკურსანტის შერჩევაზეა პასუხისმგებელი.
Zardakhsha აღმოსავლური მოტივებით გაჯერებული ქართულენოვანი კომპოზიციაა, რომელიც მეორე სინგლია თორაძის სადებიუტო ალბომიდან. ენერგიული პოპ-სიმღერა გიორგი სანოძემ დაწერა, რომელიც ასევე ავტორია თორაძის ჰიტისა Getskina?!. ეს უკანასკნელი რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა და ქართულ ტიკტოკზე მალევე გახდა პოპულარული. სიმღერას ამ დროისთვის ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს იუთუბზეც.
რაც შეეხება თავად თორაძეს, გიორგი ევროვიზიასთან აქამდეც რამდენჯერმე გადაკვეთილა: იგი საქართველოს ჟიურის წევრი იყო 2023 წლის კონკურსზე. მან ასევე საქართველოს სახელით გამოაცხადა ქულები 2010 წლის საბავშვო ევროვიზიაზე.
თუმცა, Torcho ერთადერთი არაა, ვისაც ევროვიზიაზე საქართველოს წარდგენა სურს. იმის მიუხედავად, რომ 2026 წლის ევროფესტივალზე მონაწილეობა ჩვენს ქვეყანას ჯერ არც კი დაუდასტურებია, კონკურსში ჩართვის სურვილი უკვე გამოთქვა დოდონა ნამორაძემაც, რომლის თქმით, სიმღერა ბრიტანელ კომპოზიტორთან ერთად დაწერა და ფიქრობს, რომ მისით საქართველოს წარმატებას მოუტანს.
ევროვიზიაზე საქართველოს სახელით მონაწილეობის სურვილი აქვს ბარბარა სამხარაძესაც, რომელმაც ერთხელ უკვე სცადა საერთაშორისო კონკურსზე გასვლა — მაშინ, ტელეპროექტ საქართველოს ვარსკვლავში, ბარბარამ მეორე ადგილი დაიკავა.
ჯერჯერობით უცნობია, ისევ მიიღებს თუ არა შიდაშესარჩევ კონკურსში მონაწილეობას აშშ-ში მოღვაწე ქართველი მომღერალი Nini Iris, რომელიც წელს ევროვიზიის ქართველი ფანების მთავარ ფავორიტად მოიაზრებოდა.
საიუბილეო, რიგით 70-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მომავალ წელს ავსტრიის დედაქალაქი ვენა უმასპინძლებს. იმის მიუხედავად, რომ ფესტივალისთვის სამზადისი ჯერ ადრეულ ეტაპზეა, კონკურსის გარშემო უკვე ხმაურიანი დებატებია — რამდენიმე მონაწილე ქვეყანა ბოიკოტით იმუქრება, თუკი ისრაელი ღონისძიებაზე დაიშვება.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები