რა გავლენას მოახდენს სახდეპის ავტორიზაციის აქტში "ქართული კოშმარის არაღიარების" შესწორების წინადადების შეტანა "ქართულ ოცნებაზე"? — გამოხმაურებები
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში "ქართული კოშმარის არაღიარების" შესწორების წინადადების შეტანა, რომელიც აშშ-ს მთავრობასა და ოფიციალურ პირებს ქართული ოცნების მთავრობის აღიარებას უკრძალავს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დიმიტრი ცქიტიშვილი გამოეხმაურა.
ცქიტიშვილის თქმით, ავტორიზაციის აქტში ასეთი შესწორების შეტანა ოცნებას ლეგიტიმაციის მოპოვების პერსპექტივას არ უტოვებს და მიუხედავად იმისა, რომ შესწორება კომიტეტის დონეზეა, მისი აზრით, განსხვავებული პოზიციები, კონგრესის რომელიმე პალატაში ან სახელმწიფო დეპარტამენტში, სავარაუდოდ, არ არსებობს.
"ავტორიზაციის აქტი ეს არის დაახლოებით 2-წლიანი პოლიტიკის გეგმა, ასე ვიტყოდი, სახელმწიფო დეპარტამენტის, რომელშიც ასეთი ფრაზის, ასეთი სიტყვების ჩაწერა პრაქტიკულად ანადგურებს ნებისმიერ პერსპექტივას ქართული ოცნების რაიმე ტიპის ლეგიტიმაციის მოპოვების. რა თქმა უნდა, ეს ჯერ კიდევ კომიტეტის დონეზეა, მაგრამ მე არ მგონია, რომ რაიმე განსხვავებული პოზიციები არსებობდეს, თუნდაც აშშ-ის კონგრესის რომელიმე პალატაში ან სახელმწიფო დეპარტამენტში, ან თეთრ სახლში", — განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა "ფორმულას" ეთერში.
ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელმა, გიორგი მელაშვილმა "ფორმულას" ეთერში აღნიშნა, რომ ეს სიგნალია ადმინისტრაციისთვის, რომ ქართულ ოცნებასთან "ნორმალური საქმის წარმოება გახდება შეუძლებელი."
"ქართული ოცნების აღიარება სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს შესწორება უკვე არის მიღებული — ჯერ უნდა დაამტკიცოს ქვედა პალატამ, შემდეგ ზედა პალატამ, თუმცა ის, რომ ავტორიზაციის აქტი — ფუნდამენტური დოკუმენტი, რომლითაც იმართება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, მასთან დაკავშირებით, ჟღერდება ასეთი ტიპის გაფრთხილება — ეს გვაჩვენებს იმას, რომ კონგრესის მხრიდან წნეხი შეერთებული შტატების ადმინისტრაციაზე გრძელდება. ორპარტიული მხარდაჭერა, რომელიც ჰქონდა "MEGOBARI აქტს", რომელიც გაიჭედა — ასევე არსებობს. ეს არის კონკრეტული სიგნალი ადმინისტრაციისადმი, რომ ქართულ ოცნებასთან "Buisness as usual" — ნორმალური საქმის წარმოება გახდება შეუძლებელი" — განაცხადა გიორგი მელაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში მისი "ქართული კოშმარის არაღიარების" შესწორება მიიღეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები