შალვა პაპუაშვილი

19 Sep. 2025, 17:05

ვხედავთ, რომ ნულოვანი მხარდაჭერა არის მათ მიმართ. არის ადამიანების მარგინალიზებული ჯგუფი, რომელთაც არაფერი აქვთ, გარდა იმისა, რომ ისტერია, ბოღმა, ძალადობა, შეურაცხყოფა ანთხიონ. ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ეძახის "შიდა ტერორიზმს", ასეთი შიდა ტერორისტული ჯგუფი გვყავს ადამიანების, რომელთაც ღამე ეწყებათ ემოციური გაღიზიანება, ვხედავთ მათ მოძრაობას ქუჩაში. დილით ღმერთის წყალობით, მშვიდად არიან და ქვეყანას შეუძლია მშვიდად იცხოვროს, თუმცა, ღამე უნდა ვერიდოთ იმიტომ, რომ ღამღამობით გამწვავებები ემართებათ. ეს შიდა ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელთა გაცხადებული მიზანიც არის ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა. მათ გაცხადებული აქვთ, რომ ისინი უარს ამბობენ დემოკრატიულ გზაზე. მათი დიდი ნაწილი ფორმალურადაც ჩაეხსნა არჩევნებს, არ მონაწილეობენ, მეორე ნაწილი ფორმალურად მონაწილეობს, თუმცა ესეც ამ გეგმის ნაწილია.

შედეგი ნულოვანია მათთვის, რა თქმა უნდა, ხალხის მხარდაჭერის არავითარი იმედი არ აქვთ. თუმცა, ზუსტად ეს ღამის გამწვავებები, რასაც ვხედავთ, ესენი არიან ჩარლი კირკის მკვლელის იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები. ვნახეთ აქ, თუ რა რეაქციები ჰქონდათ ამ მკვლელობაზე, როგორ ქილიკობდნენ, გაუხარდათ. ეს არის იგივე ტერორისტული იდეოლოგია, რომელიც დღეს აშშ-ს პრობლემას უქმნის. ასე, რომ ამ შიდა ტერორისტების მხრიდან არაფერი გამორიცხული არ არის. ამიტომ, საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…