თალიბანმა უნივერსიტეტებში ქალების დაწერილი წიგნები აკრძალა
ფოტო: EPA
თალიბანის ხელისუფლებამ ავღანეთის უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებიდან ქალი ავტორების წიგნები ამოიღო. ჯამში აკრძალვა 680-მდე გამოცემას შეეხო, მათ შორის, ისეთ წიგნებსაც კი, როგორიცაა უსაფრთხოების წესები ქიმიურ ლაბორატორიაში.
ქვეყანაში სახელმძღვანელოების ზედამხედველი კომიტეტი ამტკიცებს, რომ ახალი საგანმანათლებლო რეგულაციით იკრძალება ისეთი მასალის სწავლება, რაც "ისლამურ შარიათს ეწინააღმდეგება". ასეთად ჩაითვალა წიგნები ადამიანის უფლებებზე, ქალების უფლებებზე, სექსუალურ შევიწროებასა და დასავლურ პოლიტიკურ აზროვნებაზე. ამასთან, უნივერსიტეტებს აეკრძალათ 18 სხვადასხვა საგნის სწავლება, მათ შორის ექვსი ასევე ქალებს ეხება: გენდერი და განვითარება, ქალების როლი კომუნიკაციაში, ქალთა სოციოლოგია და სხვა. უმაღლესი განათლების სამინისტრო უნივერსიტეტებისთვის გაგზავნილ წერილში აცხადებს, რომ გადაწყვეტილება "რელიგიურ სწავლულებთან და ექსპერტებთან" კონსულტაციით მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ამ ახალ რეგულაციამდე რამდენიმე დღით ადრე, თალიბანის ბრძანებით, ავღანეთის სულ მცირე 10 პროვინციაში აიკრძალა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტიც "უზნეობის აღსაკვეთად".
თალიბანმა, ნაციონალისტურ-ფუნდამენტალისტურმა მოძრაობამ, რომელსაც არაერთი ქვეყანა ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს, 2021 წელს ძალაუფლების ხელში ჩაგდებიდან დღემდე არაერთი დისკრიმინაციული ზომა მიიღო, დიდწილად, ქალების წინააღმდეგ. 2022 წელს მათ ავღანელ ტელეწამყვან ქალებს სახის გამოჩენა აუკრძალეს, მოგვიანებით შეუზღუდეს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისა და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის უფლებაც. ამასთან, ავღანელ ქალებს მხოლოდ კონკრეტულ დღეებში აქვთ საჯარო სკვერების მონახულების შესაძლებლობა, ხოლო გრძელ გზაზე "მეურვე კაცის" გარეშე გადაადგილება საერთოდ ეკრძალებათ. ორი წლის წინ თალიბანის ბრძანებით ქვეყანაში სილამაზის სალონებიც დაიხურა.
ფოტო: NY Times
"იმის გათვალისწინებით, რაც თალიბანმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გააკეთა, მოულოდნელი არ ყოფილა სასწავლო პროგრამაში შეზღუდვების დაწესება", — აღნიშნავს ავღანეთის იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, პროფესორი ზაკია ადელი, რომლის ნაშრომებიც აკრძალულ წიგნებს შორის აღმოჩნდა, — "თალიბანის მიზოგინიური მსოფლმხედველობისა და პოლიტიკის ფონზე, ბუნებრივია, რომ როცა ქალებს სწავლის უფლებას არ აძლევენ, ებრძვიან მათ შეხედულებებს, იდეებსა და ნაწერებსაც".
გაეროს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ თალიბანის ეგრეთ წოდებული მორალის პოლიცია მიზანში იღებს ქალებსა და გოგოებს, რითაც ქვეყანაში "შიშისა და მუქარის კლიმატს" ქმნის. ქვეყნის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ისინი პატივს სცემენ ქალთა უფლებებს "ავღანური კულტურისა და ისლამური სამართლის ფარგლებში".
თუმცა, ქალი ავტორების წიგნებთან ერთად, ავღანურ უნივერსიტეტებში ასევე აკრძალეს ირანელი მწერლების ტექსტები. ზედამხედველთა კომიტეტი მოტივად სასწავლო პროგრამის "ირანული მასალისგან" დაცვას ასახელებს. აკრძალული 679 დასახელების წიგნს შორის 310 სწორედ ან ირანელი ავტორის დაწერილია, ან ირანშია გამოცემული.
უმაღლეს სასწავლებლებში კი შიშობენ, რომ აკრძალული წიგნებით გაჩენილი ცარიელი სივრცის შევსება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რადგან ირანელი ავტორებისა და მთარგმნელების ნამუშევრები მთავარი მაკავშირებელი რგოლია ავღანურ უნივერსიტეტებსა და საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებას შორის. როგორც ქაბულის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორი ამბობს, ასეთ პირობებში, მათ მოუწევთ, თავადვე მოამზადონ სახელმძღვანელოები თალიბანის დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები