"რუსთავი 2" ავრცელებს კადრებს და ამტკიცებს, რომ აქტივისტებმა, მათ შორის ლევან ჯობავამ, შეიარაღებულ არასრულწლოვანზე "იძალადეს"
ფოტო: "რუსთავი 2"
პროპაგანდისტული ტელეკომპანია "რუსთავი 2" 15 სექტემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბესიკის ქუჩაზე მდებარე კაფის სათვალთვალო კამერის კადრებს ავრცელებს. ტელეკომპანია ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეების ვერსია არასრულწლოვანისთვის იარაღის წართმევისა და პოლიციისთვის გადაცემაზე სიმართლეს არ შეესაბამება და თავად "აქციის მონაწილეებმა იძალადეს არასრულწლოვანზე".
"მასალაში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც აქციის მონაწილეები არასრულწლოვანზე ფიზიკურად ძალადობენ, პნევმატურ იარაღს ართმევენ და, ძალის გამოყენებით, ქუჩაში გაჰყავთ," — წერია "რუსთავი 2-ის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე კადრებს პროპაგანდისტული მედია POSTV-ც ავრცელებს. ამ უკანასკნელის ვერსიით, კონფლიქტის დროს აქციის მონაწილეებმა არასრულწლოვანს იარაღი "დაუნახეს" და ამის შემდეგ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ერთი (აქციის მონაწილეების) მხრივ — "გამვლელმა ბავშვებმა გვაგინეს, იარაღი დავუნახეთ, გავეკიდეთ, წავართვით და პოლიციას გადავეცით".
მეორე (მოზარდის) მხრივ — "აქციის მონაწილეებთან კონფლიქტი მოგვივიდა, გვაგინეს, ჩემზე იძალადეს, გავიქეცი, გამომეკიდნენ, იარაღით ვცდილობდი შეშინებას, მიხვდნენ, რომ ნამდვილი არ იყო, მცემეს, სახეში წიხლი ჩამარტყეს და იარაღიც წამართვეს," — წერს POSTV.
რა მოხდა 15 სექტემბერს?
15 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეებსა და მოქალაქეებს შორის კონფლიქტი მოხდა. აქტივისტების ინფორმაციით, უცნობი პირები მათ მსვლელობას აედევნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ბესიკის ქუჩის სიახლოვეს კი ერთ-ერთმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ამის შემდეგ აქტივისტმა ლევან ჯობავამ მას იარაღი წაართვა და პოლიციას გადასცა.
"რუსთავი 2-ს" და POSTV-ის გავრცელებულ კადრებშიც ვხედავთ, რომ ეს პირი ბესიკის კვეთაზე არსებულ კაფეში შედის, რა დროსაც მას უკან აქტივისტი ლევან ჯობავა და მეორე არაიდენტიფიცირებული პირი მიყვებიან და მისთვის იარაღის წართმევას ცდილობენ, მეორე არაიდენტიფიცირებული პირი წიხლს ურტყამს იარაღიანს. მას შემდეგ რაც მას იარაღს ართმევენ, ის ძალის გამოყენებით გაჰყავთ გარეთ.
ფოტო: მარიამ ქავშბაია/"პუბლიკა"
პოლიცია ადგილზე აკავებს შეიარაღებულ პირს და შემდეგ ამავე კაფეში ლევან ჯობავას დაკითხვა მიმდინარეობს.
"იყო მაპროვოცირებელი შეკითხვები. ისეთი, რომელიც რაღაცნაირად საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისკენ მიბიძგებდა… ადგილზე, როდესაც 10-დან 20 პოლიციელამდე იყო ჩემ გარშემო და როდესაც იარაღი დამიმიზნეს, არანაირი ემპათია მათი მხრიდან, ადამიანური თანაგრძნობა, მხარდაჭერა არ მიგრძნია. შეკითხვებშიც ეს ჩანდა — "შენ ხომ არ მიგიყენებია შეურაცხყოფა?", "შენ ხომ არ გიძალადია?" — ამბობს ლევან ჯობავა.
ინციდენტის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს ინფორმაციას, რომ დააკავეს 2009 წელს დაბადებული პირი "ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით", რომელმაც "მოახდინა პისტოლეტის დემონსტრირება".
"გამოძიებით დგინდება, რომ 2025 წლის 15 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით წამოსული ოცდაათამდე აქტივისტი რუსთაველისა და ბესიკის ქუჩის კვეთაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა რამდენიმე მოქალაქეს, საიდანაც ერთ-ერთმა მოახდინა პისტოლეტის დემონსტრირება, რის გამოც აქციის ორი მონაწილე გაეკიდა მას. აღნიშნული პირი შევიდა ბესიკის ქუჩის მიმდებარედ არსებულ კაფეში, სადაც აქტივისტებმა შებოჭეს და წაართვეს იარაღი, რომელიც პირველადი დათვალიერებით, სავარაუდოდ, არის პნევმატური პისტოლეტი.
ხსენებული პირი და წართმეული იარაღი აქტივისტებმა გადასცეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.
დადასტურების შემთხვევაში დანაშაული 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," — ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
19 სექტემბერს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული არასრულწლოვანი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე გაათავისუფლეს, რადგან "იარაღი, რომელიც მას ჰქონდა, ექსპერტიზის თანახმად, არ აღმოჩნდა ცეცხლსასროლი". მაგრამ უწყებამ საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით გააგრძელა.
"გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, რაც დიდი ალბათობით დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდება.
თუმცა ამ მუხლის გარდა, გამოძიება მიმდინარეობს ძველი თბილისის რაიონულში ძალადობის მუხლით. ლევან ჯობავას წინააღმდეგ დასმული კითხვების ნაწილში გუშინდელი მოტივაცია გასაგები ხდება.
გვაქვს მოლოდინი, რომ ამ საქმის ფარგლებში ისევ დაგვიბარებენ," — განაცხადა ჯობავას ადვოკატმა, მარიამ ჯიქიამ.
ცნობისთვის, 15 სექტემბერს ლევან ჯობავა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები