"მთის ამბებისა" და "ღია სივრცის" ინფორმაციით, ხარაგაულის სოფლებში მიწაზე ნაპრალების გაჩენის მიზეზი ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მიერ მთის ძირში გვირაბების აფეთქებებით გაყვანაა
"მთის ამბების" და "ღია სივრცის" ინფორმაციით, "ხარაგაულის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში ბოლო სახლებიც შუაზე იპობა და იმარხება. ადამიანებს ნივთები ვეღარ გამოაქვთ. ნასახლარებამდე გზები აღარ არსებობს. მოსახლეობამ სოფლები იძულებით დატოვა. ეს ყველაფერი მოჰყვა ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მიერ მთის ძირში გვირაბების აფეთქებებით გაყვანას. მანამდე ასეთივე საშიში პროცესები განვითარდა სოფელ ზვარეში".
"ღია სივრცის" ეთერში საზედამხედველო კომპანია ILF-ის ყოფილმა თანამშრომელმა აკაკი კიკნაძემ განაცხადა, რომ სარკინიგზო გვირაბი ხარაგაულში დარღვევებით აშენდა — "გვირაბის თავზე 7-8 მეტრიანი სიცარიელეებია დატოვებული, რომელიც წნევით, ბეტონით უნდა ამოევსოთ"; კონკრეტული მონაკვეთის შემოწმებისას კი აღმოაჩინა, რომ 35 კილო ასაფეთქებელი ნივთიერების ნაცვლად, 245 კილო ჰქონდათ გამოყენებული, მას შემდეგ, რაც აფეთქებების შეჩერება სცადა, სამსახურიდან დაითხოვეს.
"ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბის თავზე 7-8 მეტრიანი სიცარიელეებია დატოვებული, რომელიც წნევით, ბეტონით უნდა ამოევსოთ. მერე უნდა დამჯდარიყო თაღი. თაღს მაშინ აქვს ძალა, როცა ის რაღაცაზეა მიმჯდარი. ეს გვირაბი ასეა აშენებული. ერთი მანქანა მასალა არ არის შეტანილი, რაც უნდა დაიტკეპნოს და რაზეც ლიანდაგი უნდა დაიგოს.
სოფელი ბეჟათუბანი არ შეიძლება არსებობდეს გვირაბის თავზე, სადაც აფეთქებები მიმდინარეობდა. აფეთქების დროს ქანები 90 მეტრზე იბზარება. თან ამიერკავკასიის რკინიგზაზე ბეჟათუბანი ყველაზე მეწყერსაშიში ადგილია.
როცა შევამოწმე, კონკრეტულ მონაკვეთზე 35 კილო ასაფეთქებელი ნივთიერება უნდა გამოეყენებინათ. 245 კილო ჰქონდათ მიცემული. იმ დღეს აფეთქება გავაჩერებინე როგორც ზედამხედველმა, მაგრამ მეორე დღეს, დილითვე სამსახურიდან გამათავისუფლეს.
რკინიგზის დეპარტამენტში როდესაც იმართებოდა თათბირი, იქ აცხადებდნენ, რომ მთავარია, ნგრევა, ზიანი არ გახმაურდეს, არ მივიდეს ჟურნალისტებამდე. ვისაც უნდა წავიდეს სასამართლოში, მერიაში, მთავარია, მედია არ ჩართულიყო ამ საქმეში.
ყველა ფულს აკეთებდა. საბურღი მანქანით გვირაბის გაჭრის დროს არ იშოვება იმდენი ფული. ფული კეთდება ჩამონგრევაში, ზედმეტ სამუშაოებში, დამატებითი ხარჯების მოთხოვნაში.
გვირაბი 7 წელია აშენებულია და ვერ გახსნეს. ყოველი წლის 26 მაისს და 1-ელ სექტემბერს იხსნება, მაგრამ ვერ ხსნიან", — ამბობს აკაკი კიკნაძე ფორმულას ეთერში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები