ექვსი წელი კამერის წინ — კანიე ვესტის დოკუმენტური ფილმი "ვისი სახელით?"
რეჟისორმა ნიკო ბალიესტეროსმა ექვსი წლის განმავლობაში გადაღებული 3 000 საათზე მეტი მასალა შეარჩია და გადააქცია დოკუმენტურ ფილმად, რომელიც მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე სადავო ფიგურას დაუფარავად და ხშირად შოკისმომგვრელად გვიჩვენებს.
ფილმის ბოლოს, როცა In Whose Name? (ქართ. ვისი სახელით?) დასასრულისკენ მიდის, კანიე ვესტი თავად საუბრობს ფილმის აწყობის სირთულეზე:
"ჩვენ არ ვიცით, თუ შევკარით ისტორია", — ამბობს ვესტი კადრს მიღმა — "თუ თქვენ აღბეჭდეთ ჩემი ცხოვრების თითქმის ყველა გაღვიძება და ზოგჯერ ძილის მომენტიც და ვერ გაიგეთ მთავარი ხაზი, მაშინ მსოფლიოც ვერ გაიგებს. ეს ყველაფერი უბრალოდ სიგიჟედ გამოჩნდება, ან ერთი ახირებიდან მეორეზე გადასვლას დაემსგავსება, როგორც ამას მედია აყალიბებს".
თუმცა, In Whose Name? მთავარ ხაზად ვერაფერს გვთავაზობს, გარდა იმისა, რომ ქრონოლოგიურად მიჰყვება მოვლენებს. ფილმი ცდილობს 2018-დან 2024 წლამდე გადაღებული 3 000 საათზე მეტი მასალა მუსიკოსის დაუნდობელ პორტრეტად აქციოს, რომელიც მუდმივად ქმნის სკანდალებს, უმეტესად საკუთარი მოქმედებით. ერთი შეხედვით, დოკუმენტური ფილმი მხოლოდ უშუალო წვდომის გამო ინარჩუნებს დინამიკას — შეიძლება იკითხო, რატომ მისცა ვესტმა ნებართვა ბალიესტეროსს, რომელიც გადაღების დაწყებისას 18 წლის იყო, ასე ახლოდან ედევნებინა თვალი მისი ცხოვრებისთვის. თუმცა მთლიანობაში ფილმი ისეთივე დამღლელი და იმედგამაცრუებელია, როგორიც თავად ვესტი — ფიგურა, რომელიც საკუთარ აზრებში ზედმეტად დარწმუნებულია, მაგრამ სრულად არეული.
ვესტი თავიდანვე აცხადებს, რომ In Whose Name? ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეა და ეს მართლაც ხდება ფილმის ზოგადი ჩარჩო. ის ამბობს, რომ უკვე თვეებია წამლებს აღარ იღებს და ბოლოსდაბოლოს ისევ საკუთარი თავია. მაგრამ, რასაც ფილმი ყველაზე მეტად გადმოსცემს, არის ის, რომ კანიე საჯარო ფიგურაა, რომელიც იმდენად მთლიანად სელებრითობისგანაა ფორმირებული, რომ მაყურებელს რჩება კითხვა — ვიქტორ ფრანკენშტეინია თუ მონსტრი? ფილმის განმავლობაში კანიე გარშემორტყმულია ხელოვანებითა და პოლიტიკოსებით, რომლებიც მუდმივად ანებივრებენ (მათ შორის არიან კრის როკი, ფარელ უილიამსი, დრეიკი და დევიდ ლეტერმანი). აშკარაა, რომ მისი სელებრითობა იარაღად იქცა, რომელიც მის გარშემომყოფებზე გავლენას ახდენს, იზიდავს მათ, ვისაც დიდების სიახლოვეს სურს ყოფნა ან უფრო ცინიკურად — მისი რესურსების გამოყენება.
ძალიან ცოტას აქვს გამბედაობა, რომ ვესტს (რომელსაც ახლა იე უნდა დავუძახოთ) შეეწინააღმდეგოს. და სწორედ ასეთ მომენტებში ჩანს ის ყველაზე ადამიანური და ფილმიც წარმატებული. სუიზ ბიცი საყვედურობს მას სტუდიაში მორგებული MAGA ქუდის ტარების გამო, ხოლო მაიკლ ჩე Saturday Night Live-ის კულისებში ეკამათება მის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულ კომენტარებზე:
"ძალიან ცუდად მოიქეცი", — ეუბნება ჩე — "რატომ მოგვიხსენიე ასე, თან როცა მე პასუხის დაბრუნებაც არ შემიძლია?" ვესტი დაბნეული პასუხობს, სანამ დაძაბულობის შესამსუბუქებლად მისი ძველი მეგობარი Consequence ჩაერევა.
ფილმის პოსტერი
ფოტო: In Whose Name?
მაგრამ ვინც ვესტს უპირისპირდება, ყოველთვის არ ხვდება სამართლიან დამოკიდებულებას და ფილმში რამდენიმე ეპიზოდი ნამდვილად შოკისმომგვრელია. ფილმის დასაწყისში წამლებზე დაბრუნებაზე საუბრისას კანიე ხმის ჩახლეჩამდე ყვირილით ესხმის თავს კრის ჯენერს და ტირილამდე მიჰყავს. უგანდაში ბიძაშვილი სთხოვს, არ ახსენოს პოლიტიკოსი ბობი უაინი. ვესტი უცებ ყვირის: "წადი შენი!", როცა ბიძაშვილი დგება, ის უბრძანებს: "დაჯექი!" — და ისიც ემორჩილება. ეს თვალსაჩინოდ აჩვენებს ძალაუფლების დინამიკას. "შენ ცდილობ მიკარნახო, რა გავაკეთო. ცდილობ შეცვალო ჩემი აზრი. ვერავინ ვერ შეცვლის! ჩემს! აზრს!" — ფეხის ძლიერი ბაკუნით უსვამს ხაზს თითოეულ სიტყვას.
ფილმში კიმ კარდაშიანი, მისი ახლა უკვე ყოფილი მეუღლე, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, როგორც ყველაზე რაციონალური ფიგურა, რომელიც კანიეს რეალობაში დაბრუნებას ცდილობს. ის მშვიდად ხვდება კანიეს გაცეცხლებას, თუმცა თანდათან ვხედავთ, როგორ აწვება ეს ყველაფერი. (მათი განქორწინება მხოლოდ ერთ-ორი სიტყვით არის ნახსენები). უგანდაში კანიეს ბიძაშვილს კიმი გვერდით მიუჯდება, ცრემლებს უხმოდ სწმენდს და კანიეს ეუბნება: "რეალობაა, რომ ადამიანები ზოგჯერ გეუბნებიან 'არა'. მე ყოველდღე მესმის 'არა' და არ ვიწყებ ყვირილს და ისტერიკას. ეს უბრალოდ ნორმალური არ არის".
"მაგრამ ეს ჩემი პიროვნებაა!" — პასუხობს კანიე.
"მაგრამ შენი პიროვნება რამდენიმე წლის წინ ასეთი არ იყო!" — ამატებს კიმი.
In Whose Name? სამი მოქმედებისა და ეპილოგისგან შედგება და მიჰყვება ყველა იმ მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც საზოგადოებამ უკვე იხილა, დამატებით აქამდე უცნობი დეტალებით. ვხედავთ ვესტსს თეთრ სახლში, როცა ის ხვდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპს; ვუყურებთ მისი Sunday Service-ების თვალწარმტაც კადრებს; კამერა მასთანაა, როცა ის გამოდის ჯოელ ოსტინთან მეგაეკლესიაში და ციხეში ასრულებს მუსიკალურ პროგრამას. კამერა აგრძელებს მუშაობას მაშინაც, როცა ვესტი ელონ მასკთან ერთად წევს ფუტურისტულ საწოლზე და უხერხულად ადარებს მათ ურთიერთობის პრობლემებს.
ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენები მასალის დიდი ნაწილი უკვე საჯაროდ ნანახია. თუნდაც ინტიმური მომენტი, როცა ვალენტინობის დღეს ის კენი ჯის ქირაობს ვარდებით სავსე ოთახში შესასრულებლად — ადრე სოციალურ ქსელებში გავრცელებული იყო და ახლა უბრალოდ სხვა კუთხით ვხედავთ. ვინც ვესტს წლებია ადევნებს თვალს, ახალი აღმოჩენა თითქმის ვერ ექნება. ვინც ცდილობს მისი ქცევის ქაოტურობის მიზეზების პოვნას, საბოლოოდ იღებს მხოლოდ გრძელ მონოლოგებს და თვითგანდიდების განცხადებებს, რომელთა მოსმენაც მალე ბეზრდება. ერთ მომენტში კანიე არქიტექტორებით სავსე ოთახში აცხადებს: "მე პიკასო ვარ", — რასაც ძნელია გულგრილად არ შეხვდე.
ფილმის ბოლოს ვესტი იმ კეთილგანწყობის დიდ ნაწილს კარგავს, რაც ჰქონდა. AEG და Live Nation აღარ სთავაზობენ ტურნეებს. ლას-ვეგასის Sphere აღარ პასუხობს ზარებს. და მაინც ამბობს, თითქოს სიამოვნებით იტანჯება:
"უნდა გამენადგურებინა Gap-სა და Adidas-თან ხელშეკრულებები? პასუხია — დიახ".
ეს არის გაღიზიანებული, მაგრამ ლოგიკური დასასრული ფილმისთვის, რომელიც საკუთარ ამპარტავნებაში იმდენად ჩაფლულ ფიგურაზეა, რეალობას რომ ვეღარ ამჩნევს. საბოლოოდ, In Whose Name? თავადაც იმავე ბედს იზიარებს — ვერ პოულობს მკაფიო შინაარსს და თავადვე ხდება იმ ქაოსის ნაწილი, რომლის ჩვენებაც სურდა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები