არჩილ გორდულაძე

22 Sep. 2025, 15:11

"საქართველოს ახლა ღირსეული პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც ტრიბუნას საქართველოსთვის საჭირო საკითხებზე სასაუბროდ გამოიყენებს. დაველოდოთ მის იმ გზავნილებს, რომელიც გაჟღერდება უმაღლესი ტრიბუნიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც საქართველოს და ქართულ საზოგადოებას აწუხებს, ამ ყველა საკითხთან დაკავშირებით მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერდეს, რასაც დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრეზიდენტი უზრუნველყოფს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ახლა გაეროში საქართველოს წარმომადგენელია, საქართველოს სახელით იმ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრებს, რომელსაც იგი საჭიროდ ჩათვლით. მისი ღირსებიდან, პიროვნული თვისებებიდან, პატრიოტიზმიდან და ამ ქვეყნის სიყვარულიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, იმ საკითხებზე ისაუბრებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია".

ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ პარლამენტში განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. ის აშშ-ში უკვე გაემგზავრა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…