"პატრიოტიზმია სამშობლოსთვის იმის თქმა, რომ ტყუის" — პუგაჩოვას პირველი ინტერვიუ ომის დაწყების შემდეგ
ფოტო: Skazhi Gordeevoy
რუსული პოპმუსიკის დედოფლად მიჩნეულმა ალა პუგაჩოვამ, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე სამშობლო დატოვა და თავისი ქვეყნის ქმედებები ღიად დაგმო, მას შემდეგ პირველად ჩაწერა ინტერვიუ. რუსეთში "უცხოეთის აგენტად" გამოცხადებულ ცნობილ ჟურნალისტთან, კატერინა გორდეევასთან, ინტერვიუში პუგაჩოვამ, ძირითადად, ქვეყნის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა, მაგრამ საუბარი, რომელიც სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ასევე შეეხო მომღერლის მრავალათწლეულოვან კარიერას, პირად ცხოვრებასა და სხვადასხვა დროის პოლიტიკოსებს.
"დაე, ხალხს ეს საბუთად დარჩეს", — ასე ხსნის ინტერვიუს არსს რუსი მუსიკოსი. ინტერვიუს ჩანაწერმა იუთუბზე სულ რამდენიმე დღეში 20 მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა.
2024 წლის ივლისში, როცა რუსეთმა კიევში ბავშვთა საავადმყოფო დაბომბა, პუგაჩოვამ სოციალურ ქსელში დაწერა: "ღმერთი მომთმენია, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი".
პუგაჩოვა ამბობს, რომ სამშობლოს დატოვების გადაწყვეტილება ერთბაშად არ მიუღია. მომღერლის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, სერგეი კირიენკომ, მასთან დალაპარაკება ისურვა და უთხრა, რომ სადარდებელი არაფერი ჰქონდა, მაგრამ საუბრიდან ორ დღეში პუგაჩოვას ქმარი, კომიკოსი და ტელეწამყვანი მაქსიმ გალკინი, ქვეყანაში "უცხოეთის აგენტად" გამოაცხადეს. მაშინ მუსიკოსმა მოითხოვა, რომ თავისი ქმრის მსგავსად, ისიც გამოეცხადებინათ "აგენტად". მომღერალი ჰყვება, რომ სკოლაში მათ შვილებს "ჯაშუშების შვილებს" ეძახდნენ — ზუსტად ისე, როგორც 1930-იანების რეპრესიებზე ანატოლი რიბაკოვის დაწერილ წიგნში არბატის შვილები.
"მუხლები მიკანკალებს, მაგრამ ხელები — ჯერ არა", — აღნიშნავს პუგაჩოვა ინტერვიუში, თუმცა ამას თავისი ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის ასახსნელად არ ამბობს, — "არსებობს სინდისი და ის ყველანაირ დიდებაზე, სიმდიდრესა თუ სხვა რამეზე ძვირფასია".
მუსიკოსის თქმით, "პატრიოტიზმია სამშობლოსთვის იმის თქმა, რომ ის ტყუის".
პუგაჩოვა აღიარებს, რომ ერთ დროს ვლადიმირ პუტინის გულშემატკივარი იყო და მას მხარს უჭერდა.
"სწორ რაღაცებს ამბობდა, უკრაინაზეც კი. ზუსტად იმას ახმოვანებდა, რასაც ვფიქრობდი", — თუმცა, პუგაჩოვას ეს დამოკიდებულება "კურსკის" წყალქვეშა ნავის კატასტროფის (2000) შემდეგ შეიცვალა.
ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი
პუგაჩოვამ ინტერვიუში თავის კარიერასა და მემკვიდრეობაზეც ისაუბრა.
"ღმერთო, როგორ მძულს, როცა პრიმადონას მეძახიან", — ამბობს იგი, — "ეს ხომ სიმღერის სახელია. მე მხოლოდ ქალი ვარ, რომელიც მღერის".
თუმცა, "ქალი, რომელიც მღერის" ასევეა მისი ერთ-ერთი ჰიტისა და იმ ფილმის სახელი, რომელშიც მუსიკოსი თამაშობს.
ინტერვიუს დასასრულს, პუგაჩოვამ, რომელმაც საუბრის განმავლობაში რამდენჯერმე ვერ შეძლო ცრემლების შეკავება, თავის გულშემატკივრებს მიმართა და სიყვარულისა და ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა. ამავდროულად, გაოცება გამოხატა: "ასე როგორ ცხოვრობენ?! საკუთარი ისტორია არ იციან, მაგრამ მისით ამაყობენ".
"ესწრაფეთ სიკარგეს, სიკეთეს, სილამაზეს", — ამატებს მუსიკოსი, — "რა საჭიროა ნგრევა, ჩვენ უნდა ვაშენოთ. უნდა ვილოცოთ მშვიდობისთვის და არა ომით ტკბობისთვის".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები