25 სექტემბერს, 19:00-ზე, განათლების სამინისტროსთან ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება
25 სექტემბერს, 19:00-ზე, განათლების სამინისტროსთან დაპატიმრებული პედაგოგის, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქცია დაიგეგმა.
ორგანიზატორების განცხადებით, ოცნებამ პატიმრობის პერიოდში პედაგოგზე ზეწოლის არაერთი ფორმა გამოიყენა.
მათი თქმით, არ არსებობს არანაირი ობიექტური მიზეზი იმის, რომ ნინო დათაშვილი პატიმრობაში დარჩეს.
"მასწავლებელი ნინო დათაშვილი სამ თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია. ნინოს დაკავება მოჰყვა 9 ივნისს საქალაქო სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს. მას ედავებიან საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სინამდვილეში, ნინო არავის დასხმია თავს. ის სასამართლოში უკანონო პატიმრების მიმართ სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოსახატად იყო მისული. მას არ მისცეს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა, შემდეგ კი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სასამართლოს მანდატურებმა ფიზიკური ძალის უხეში გამოყენებით, უკიდურესად დამამცირებლად და შეურაცხმყოფლად იმოქმედეს მის წინააღმდეგ — სცემეს და პირდაპირი მნიშვნელობით გაათრიეს სასამართლოს შენობიდან.
ნინომ თავდაცვის მიზნით მოიქნია ხელი, რაც იყო სრულიად ბუნებრივი და ადეკვატური მოქმედება ამ სიტუაციაში. მანდატურების მხრიდან მსგავსი ძალადობა გამოვლინდა არა მხოლოდ ნინო დათაშვილის, არამედ ბევრი სხვა მოქალაქის მიმართაც, რის შედეგადაც არაერთმა მათგანმა სხეულის მნიშვნელოვანი დაზიანებაც მიიღო.
პატიმრობის პერიოდში რეჟიმმა ნინოზე ზეწოლა სხვა ფორმითაც სცადა. პროკურატურამ პროცედურების დარღვევით და მისი თანხმობის გარეშე სასამართლოსგან მოითხოვა მისი იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ამ მოქმედების მიზანი ნინოზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და მისი გატეხვა იყო.
პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ნინოს გაურთულდა ხერხემლის პრობლემა, რომელიც მას დიდი ხანია აწუხებს. რეჟიმი არ ითვალისწინებს ამ გარემოებას და იმის მიუხედავად, რომ არ არსებობს არანაირი ობიექტური მიზეზი, ნინოს კვლავ უკანონო პატიმრობაში ტოვებს.
25 სექტემბერს, 19 საათზე ვიკრიბებით განათლების სამინისტროსთან, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სოლიდარობა ნინოს მიმართ.
მოგიწოდებთ ყველა მასწავლებელს და ნებისმიერ მოქალაქეს მოხვიდეთ ნინოს მხარდასაჭერად.
თავისუფლება ნინო დათაშვილს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!," — აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
ადვოკატი და კოალიცია ცვლილებისთვის წევრი მარიკა არევაძე, რომელმაც დღეს ციხეში დაპატიმრებული პედაგოგი მოინახულა, სოციალურ ქსელში წერს, რომ დათაშვილს უკვე უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილებაც.
ცნობისთვის, ნინო დათაშვილი "საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით" 20 ივნისს დააკავეს. პედაგოგს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით ედავებიან, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე იხილეთ:
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის: ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია
- ნინო დათაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საკუთარ პროცესს ვერ დაესწრო — სხდომა გადადო
- "ეს წამებასთან გათანაბრებული იძულებითი ექსპერიმენტია", — ნინო დათაშვილმა სასამართლოს სიტყვით მიმართა
- საიას შეფასებით, სასამართლოში პირველი წარდგენის ეტაპზევე ნინო დათაშვილის მიმართ პატიმრობის გამოყენება დაუსაბუთებელია
- ნინო დათაშვილი იმ პროცესზე დასწრებას ითხოვს, რომელიც მის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით უნდა გაიმართოს
- ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები დათაშვილისთვის იძულებითი ექსპერტიზის დანიშვნას ეხმაურებიან
- სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, დათაშვილის ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით ზედამხედველობას გააგრძელებენ
- სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა აქტივისტი ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით გადაყვანაზე
- მას გადაადგილება უჭირს, წელი სტკივა და ჯანმრთელობის კონკრეტული საჭიროებები აქვს — ადვოკატი ნინო დათაშვილზე
- 200-ზე მეტი მასწავლებელი და ლექტორი ნინო დათაშვილს სოლიდარობას უცხადებენ
- საია: ნინო დათაშვილის მიმართ პატიმრობის გამოყენება დაუსაბუთებელია
- მანდატურზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ აქტივისტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები