ვახუშტი მენაბდე

22 Sep. 2025, 18:53

"თუ რეჟიმი დღეს თქვენს კარზე არ აკაკუნებს, ეს წინააღმდეგობის დამსახურებაა. ჩემი პირადი პოზიციით, ეს უნდა გავიაზროთ ყველამ, ვინც თავს რეჟიმის ოპონენტად ვთვლით.

დღეს გავიგეთ, რომ ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო ორგანიზაციების ახალ ჯგუფს მიადგა და ამით მათი დევნის მორიგი ტალღა წამოიწყო. რეჟიმი მოქმედებს ნაბიჯ ნაბიჯ, ერთიან შეტევას ერიდება, რადგან ჯერ კიდევ უწევს ანგარიშს წინააღმდეგობის მოძრაობას. მისი მხრიდან ეს გამართლებული სტრატეგიაა.

რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ წინააღმდეგობა დასუსტდა, ერთი რამ ფაქტია, ის აკავებს სრულმასშტაბიან რეპრესიებს. ეს არ არის სრული შეკავება, მაგრამ ის აიძულებს რეჟიმს შეზღუდული სვლებით იმოქმედოს.

მაგრამ წინააღმდეგობა ხომ ჰაერში ვერ არსებებს? მას სჭირდება გამოხატულება, ინსტრუმენტები, რაშიც საკუთარ თავს გამოავლენს. ამ ინსტრუმენტებს დღეს აქვს რადენიმე ფორმა: ეს არის რუსთაველი, ეს არის საზმაუს მარში, ეს არის თელავში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში უწყვეტი პროტესტი. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს მათი გაძლიერება. მართალია ის აზრი, რომელიც ამბობს: “რეჟიმის დასამარცხებლად ეს კერები საკმარისი არ არის”. მაგრამ ეს აზრი იმას კი არ ნიშნავს იმას, რომ არსებული წინააღმდეგობის არასაკმარისობა ამ ინსტრუმენტების ბრალია, არამედ იმას, რომ სხვა ინსტუმენტების დამატებაა საჭირო," 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…