ივეტ კუპერი: ჩვენ NATO-ს საჰაერო სივრცეში რუსულ თვითმფრინავებს დავუპირისპირდებით
"თუ მოგვიწევს NATO-ს საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე მოქმედი თვითმფრინავების შეჩერება, ჩვენ ამას გავაკეთებთ," — თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა და აღნიშნა, რომ პუტინი NATO-სთან შეიარაღებული დაპირისპირების რისკის ქვეშ დგას. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
კუპერმა თქვა, რომ რუსეთი კვლავაც "არღვევს საბაზისო ვალდებულებებს გაეროს ქარტიის წინაშე" უკრაინაზე გაძლიერებული თავდასხმებით და პოლონეთის, რუმინეთისა და ესტონეთის საჰაერო სივრცეში "უკიდურესად უპასუხისმგებლო" შეჭრებით.
"ეს უკანასკნელი ქმედებები სახიფათო და უპასუხისმგებლოა. უარეს შემთხვევაში, ეს მიზანმიმართული მცდელობაა, სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპის უსაფრთხოების შესარყევად. ისინი ქმნიან არასწორი გათვლის საფრთხეს, ხსნიან კარს NATO-სა და რუსეთის პირდაპირ შეიარაღებულ დაპირისპირებაზე," — თქვა ივეტ კუპერმა.
მიმართვაში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ "NATO-ს ერთიანი ძალა შეუდარებელია და მისი მონდომება დაიცვას მშვიდობა და უსაფრთხოება — მტკიცეა."
"პრეზიდენტ პუტინს ვუთხარი: თქვენი უპასუხისმგებლო ქმედებები NATO-სა და რუსეთს შორის პირდაპირი შეიარაღებული დაპირისპირების რისკს აჩენს. ჩვენი ალიანსი თავდაცვითია, მაგრამ ილუზიებში ნუ იქნებით. ჩვენ მზად ვართ გადავდგათ ყველა აუცილებელი ნაბიჯი NATO-ს ცისა და NATO-ს ტერიტორიის დასაცავად. ჩვენ ფხიზლად ვართ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ, და თუ მოგვიწევს თვითმფრინავების შეჩერება, რომლებიც NATO-ს საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე მოქმედებენ, ამას გავაკეთებთ... რუსეთის იმპერიალისტური "ომის მანიაკობა" საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ის საფრთხეს უქმნის იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომელზეც დგას ეს ორგანიზაცია — ორგანიზაცია, რომელმაც ბოლო 80 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი გააკეთა სტაბილურობისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად. ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ მას, ჩვენი ყველას გულისთვის", — თქვა ივეტ კუპერმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები