ევროკავშირი სომხეთს 200 მილიონ ევროს გამოუყოფს
ფოტო: კომისარი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში მარტა კოსი და სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. ოფიციალური ფოტო.
კომისარმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ბრიუსელი მზადაა სომხეთს 200 მილიონი ევროს (236 მილიონი დოლარი) გრანტი გამოუყოს "მდგრადობისა და ზრდის გეგმის" ფარგლებში.
კოსმა ეს განცხადება პარასკევს, ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "არმენპრესის" ცნობით, კოსის თქმით, დაფინანსება ხელს შეუწყობს კავშირუგაბმელობის, მდგრადობისა და ბიზნესის განვითარების ინვესტიციებს.
"ეს არის მტკიცებულება სომხეთის ერთგულებისა მკაფიო რეფორმების დღის წესრიგის მიმართ. ასევე, ეს ასახავს თქვენს ერთგულებას, განახორციელოთ რეფორმები საკვანძო სფეროებში," — განაცხადა კოსმა და დაამატა, რომ ევროკავშირი მზადაა სომხეთს მხარი დაუჭიროს ტრანსპორტის, ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის პროექტებში "მშვიდობის გზაჯვარედინის" ინიციატივის ფარგლებში, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე მეზობელი ქვეყნების სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების განბლოკვას ითვალისწინებს.
"არმენპრესის" ინფორმაციით, კოსმა ასევე განაცხადა, რომ 2021 წლიდან მოყოლებული, სომხეთისთვის უკვე 2,5 მილიარდ ევროზე (2,9 მილიარდ დოლარზე) მეტია გამოყოფილი. მისი თქმით, ევროკავშირი აქტიურად მუშაობს საერთაშორისო და რეგიონთაშორისი კავშირგაბმულობის დღის წესრიგის შემუშავებაზე, რომელიც ევროპას, სამხრეთ კავკასიის გავლით, შუა აზიასთან დააკავშირებს.
აგვისტოს დასაწყისში, ვაშინგტონში, სომხეთმა და აზერბაიჯანმა მოილაპარაკეს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის TRIPP-ის (Trump Route for International Peace and Prosperity) დამყარებაზე, რომელიც აზერბაიჯანს მის ექსკლავთან — ნახიჩევანთან — სომხეთის ტერიტორიის გავლით დააკავშირებს. ასევე, ორი ქვეყანა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის საწყის ვარიანტზე შეთანხმდა.
კოსის ვიზიტი სომხეთში წინ უძღოდა მის ვიზიტს აზერბაიჯანში, სადაც მან ხაზი გაუსვა მშვიდობის პროცესით შექმნილ შესაძლებლობებს და აღნიშნა: "მშვიდობა რეგიონში ბაზრებისთვის, ვაჭრობისთვის და ინვესტიციებისთვის ხსნის შესაძლებლობებს."
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები