ლევან ცუცქირიძე

23 Sep. 2025, 17:37

ამ სამასმა დღემ აჩვენა, რომ ჩვენ ვართ ძლიერი და თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც ბელადების გარეშე შეუძლია ღირებულებებისთვის ბრძოლა. აქამდე ყველაფერი სხვაგვარად იყო და "თავისუფლების მოედნის" მიზანიც სწორედ ესაა: საფუძველი ჩავუყაროთ ძლიერ, მრავალპარტიულ დემოკრატიას, სადაც ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფლება გვეყოლება. ამის შემდეგ საქართველო ევროკავშირში შევა არა მხოლოდ ძირძველი კულტურისა და ისტორიის, მშვენიერი ხალხით დასახლებული თვალწარმტაცი ქვეყანა, არამედ როგორც ძლიერი საზოგადოება -— მსოფლიოში პირველი, რომელმაც პუტინიზმი პოლიტიკური ბრძოლით დაამარცხა.

ამ დიდებულ მომავალს, ჩვენს სამართლიან ბრძოლასა და გარდაუვალ გამარჯვებას გაუმარჯოს!
დაწერეთ თქვენც, თუ რატომ და რისთვის იბრძვით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…