"უკრაინა, EU-ს მხარდაჭერით, იმ პოზიციაშია, რომ იბრძოლოს და მთელი უკრაინა დაიბრუნოს პირვანდელი სახით" — ტრამპი-ზელენსკის შეხვედრის მთავარი გზავნილები
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს 23 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს 80-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დასაწყისში ტრამპმა შეერთებული შტატების სახელით უკრაინელების ბრძოლის მიმართ პატივისცემა გამოხატა და მას "გასაოცარი" უწოდა.
"ჩვენ დიდ პატივს ვცემთ უკრაინის მიერ გაწეულ ბრძოლას. ეს საკმაოდ საოცარია," — განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ეკონომიკის რეგრესსა და უკრაინის მდგრადობაზეც.
"ყველაზე დიდი პროგრესი ის არის, რომ რუსეთის ეკონომიკა ამჟამად საშინელ მდგომარეობაშია... ის კრახს განიცდის. და გულწრფელად რომ ვთქვათ, უკრაინა ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ამ ძალიან დიდი არმიის შესაჩერებლად. ეს საკმაოდ საოცარია... ეს უნდა მომხდარიყო სწრაფად, სამი ან ოთხი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს სამნახევარი წელი იყო ძალიან მძიმე ბრძოლისა. რუსეთი დიდად გამორჩეული არ ჩანს," — განაცხადა ტრამპმა და დაამატა, რომ ომი, როგორც ჩანს, "დიდხანს არ დასრულდება".
ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინულმა ჯარებმა ბოლო კვირების განმავლობაში დაახლოებით 360 კილომეტრით (223 მილი) წინ წაიწიეს და რუსულ ძალებს დანაკარგები მიაყენეს.
"ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ რუსეთი ამ ომს არ შეწყვეტს," — განაცხადა ზელენსკიმ.
მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ზეწოლის საჭიროებაზეც და აღნიშნა, რომ აუცილებელია "მეტი სანქციები".
რაც შეეხება ტრამპს და პუტინს, ჟურნალისტის კითხვაზე ენდობა თუ არა ის კვლავ კრემლის ლიდერს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამის შესახებ დაახლოებით ერთ თვეში განაცხადებს.
მოგვიანებით, თავის Truth Social ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტში მან დაწერა, რომ კიევი დაიბრუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს.
"უკრაინა/რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური სიტუაციის გაცნობის, სრულად გააზრების და რუსეთისთვის მის მიერ გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების დანახვის შემდეგ, ვფიქრობ, რომ უკრაინა, ევროკავშირის მხარდაჭერით, იმ პოზიციაშია, რომ იბრძოლოს და მთელი უკრაინა დაიბრუნოს პირვანდელი სახით," — დაწერა ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თავის Truth Social-ში.
კითხვაზე, მისცემს თუ არა აშშ უკრაინას გრძელვადიან უსაფრთხოების გარანტიებს, ტრამპმა უპასუხა, რომ "ეს მოგვიანებით იქნება" და ამაზე პასუხი ახლა ნაადრევია.
უკრაინული მედია წერს, რომ ტრამპი ასევე ზეწოლას ახდენს ევროპელ მოკავშირეებზე, შეწყვიტონ რუსული ენერგორესურსების შეძენა და ამტკიცებს, რომ შესყიდვების გაგრძელება რუსეთს ომის გაგრძელებაში ეხმარება.
დამოკიდებულების შემცირების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უნგრეთი რუსული ნავთობის მთავარ იმპორტიორად რჩება. ტრამპის განცხადებით, შესაძლოა ამ საკითხზე უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს ესაუბროს.
"ის ჩემი მეგობარია... მე მასთან არ მისაუბრია, მაგრამ მაქვს განცდა, რომ თუ ასე მოვიქცევი, შეიძლება შეწყვიტოს. და ვფიქრობ, რომ ამას გავაკეთებ" — თქვა ტრამპმა.
ზელენსკი ტრამპს გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში შეხვდა, რომელიც, სავარაუდოდ, თითქმის 150 ქვეყნის ლიდერებს შეკრებს.
ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "მადლიერია პრეზიდენტ ტრამპის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის" და დასძინა, რომ ტრამპს "აშკარად ესმის სიტუაცია და კარგად არის ინფორმირებული ამ ომის ყველა ასპექტის შესახებ".
ცნობისთვის, მანამდე, 22 სექტემბერს ზელენსკი აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. მომავალ კვირაში ასევე გაიმართება ყირიმის პლატფორმის ყოველწლიური და "უკრაინელი ბავშვების დაბრუნების კოალიციის" ლიდერების სამიტი.
ასევე იხილეთ:
- "ამ მნიშვნელოვანი დღეს აღნიშვნისას, იცოდეთ, რომ შეერთებული შტატები პატივს სცემს თქვენს ბრძოლას" — ტრამპი ზელენსკის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
- ზელენსკიმ კიტ კელოგს პირველი ხარისხის ორდენი გადასცა
- ტრამპი, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ზელენსკის და EU-ს ლიდერებს 1,5 საათზე მეტხანს ესაუბრა
- როდის გაიმართება აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები უკრაინის ომზე და რა პირობებს აყენებდა პუტინი თვენახევრის წინ?
- ზელენსკი: უკრაინა მზადაა, მიიღოს ცეცხლის შეწყვეტის წინადადება, ახლა აშშ-ს გადასაწყვეტია, დაარწმუნოს რუსეთი, იგივე გააკეთოს
- ტრამპი ზელენსკის კვლავ იწვევს თეთრ სახლში
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები