ანტონ ჩეჩინი

24 Sep. 2025, 14:18

"გამარჯობა მეგობრებო! 2 სექტემბერს თბილისის ცირკულმა სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი — 8 წელი და 6 თვე. ყველა ეს თეატრალური მოქმედება ნარკოტიკების ჩადების სახით დასჭირდათ იმისთვის, რომ დაეშინებინათ დემონსტრანტები, ხოლო შემდეგ ეჩვენებინათ, თუ როგორი "კარგი" სასამართლო აქვთ. მათ დააპატიმრეს 3 რუსეთის მოქალაქე და გაათავისუფლეს 3 ქართველი იმის იმედად, რომ რუსებს მხარდაჭერას არ გამოუცხადებდნენ, ისინი კი აჩვენებდნენ, რომ, თითქოსდა, რუსეთის წინააღმდეგ არიან.

მე ვითხოვ, რომ ყველა ნარკოტიკების ჩადებაში მონაწილე დამნაშავე დაისაჯოს, თარჯიმნებმა, მათ შორის, შორენა ტაბატაძემ, აღიარონ ცრუ ჩვენების მიცემა.

4 ოქტომბერს ყველა ქართველი, ყველა პატრიოტი და ყველა ის, ვისაც უკვე აღარ შეუძლია ქართული ოცნების მიერ მოწყობილი ამ ქაოსის თმენა, უნდა იყოს რუსთაველზე. მთელი ეს შოუ, რომელსაც არჩევნებს ეძახიან, დემოკრატიულ სამყაროში აღიარებული არ უნდა იქნას.
ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლებული უნდა იყოს 2025 წლის 4 ოქტომბრამდე! საჭიროა, რომ რეპრესიები რაც შეიძლება მალე შეწყდეს, ციხეში უკვე ნებისმიერი შეიძლება მოხვდეს. არ აქვს მნიშვნელობა, დანაშაული ჩადენილი იქნა თუ არა.

4 ოქტომბერს ბრძოლის გადამწყვეტი დღეა, თქვენს ხელშია ძალა, რომ ივანიშვილის პრო რუსული რეჟიმი შეაჩეროთ.

საქართველო უნდა იყოს თავისუფალი, ძლიერი და დამოუკიდებელი!" 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…