სომხეთში ოპოზიციონერი მერი და პოლიციელი მოკლეს
ფოტო: ვოლოდია გრიგორიანი. ოფიციალური ფოტო.
პარაკარის მერი ვოლოდია გრიგორიანი და პოლიციელი, რომელიც იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, ნიღბიანმა ეჭვმიტანილმა სასიკვდილოდ დაჭრეს. შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა.
გრიგორიანისა და მისი მეგობრის, კრიმინალური პოლიციის ოფიცრის, კარენ აბრაჰამიანის მკვლელობა სამშაბათს ღამით მოხდა. აბრაჰამიანი მკვლელობის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.
სომხეთის ხელისუფლებამ კიდევ ერთი დაჭრილის ვინაობა დაადგინა და განაცხადა, რომ არცუნ გალსტიანის მდგომარეობა სტაბილური, მაგრამ მძიმეა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის ჯერ არ დაუკითხავთ. თუმცა, პოლიციამ სხვა მოწმეები უკვე დაკითხა.
წინასწარი ინფორმაციით, ნიღბიანი შეიარაღებული პირი, რომელსაც ხელთათმანები ეკეთა, მსხვერპლს ქუჩაში დგომისას მიუახლოვდა და ცეცხლი გახსნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნარეკ სარგსიანმა საზოგადოებრივ ტელევიზიას განუცხადა, რომ სამივე მსხვერპლი სახლიდან გავიდა, ჭიშკრის წინ გაჩერდა და საუბრობდნენ, სანამ მათ ესროდნენ.
News.am-ის მიერ გამოქვეყნებულ სათვალთვალო კამერის კადრებში ჩანს, რომ სამივე მსხვერპლი ჩიხში დგას, თავდამსხმელი კი შორიდან ისვრის. როდესაც ისინი თავდასხმას აცნობიერებენ, ცდილობენ თავდამსხმელისგან გაქცევას, რომელიც შემდეგ მათკენ მიემართება. სამივე მსხვერპლის მიწაზე დაცემის შემდეგ, თავდამსხმელი რამდენჯერმე ესვრის ერთ-ერთ მსხვერპლს — სავარაუდოდ გრიგორიანს — რომელსაც, როგორც ჩანს, დანაშაულის ადგილიდან გაქცევამდე მინიმუმ ორჯერ უმოწმებს სასიცოცხლო ნიშნებს.
ხელისუფლება ვარაუდობს, რომ თავდასხმის დროს 18 გასროლა განხორციელდა.
News.am-ის ცნობით, ინციდენტი გრიგორიანის სახლის წინ მოხდა. სარგსიანმა აღნიშნა, რომ შენობა "მშენებლობისა და რემონტის პროცესშია" და იქ არავინ ცხოვრობდა.
სარგსიანმა ასევე ოთხშაბათს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დანაშაულის ადგილზე "ასობით პოლიციელი" მუშაობდა და ეჭვმიტანილს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.
"ყველა სასაზღვრო საკონტროლო პუნქტი კონტროლდება, განიხილება სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, დაიკითხა რამდენიმე პირი და ეჭვმიტანილის იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, მიმდინარეობს სხვა საგამოძიებო მოქმედებები", — იტყობინება Armenpress.
მკვლელობის ადგილზე "პოლიციის დიდი რაოდენობაა" მობილიზებული, ხელისუფლება კი ძებნაში დასახმარებლად დრონებსა და K9 დანაყოფებს იყენებს. შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი გამოძიებას პირადად ხელმძღვანელობს.
"თავხედური შეიარაღებული თავდასხმა"
მკვლელობა ხელისუფლებამ დაგმო, ოპოზიცია კი ტრაგიკულ ინციდენტში ხელისუფლებას ადანაშაულებს.
ფეისბუქ-პოსტში პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დაადგინონ ყველა, ვინც ამ "თავხედური შეიარაღებული თავდასხმის" უკან დგას.
"ასევე უნდა ჩატარდეს დეტალური კვლევა იმის შესახებ, თუ რა პრევენციული ზომები უნდა მიღებულიყო პარაკარში ძალადობრივი ინციდენტების სერიის თავიდან ასაცილებლად — ვინ იყო პასუხისმგებელი მათ განხორციელებაზე და რატომ არ გააკეთეს ეს. ამ გამოძიებიდან საჭირო დასკვნები გაკეთდება", — დაწერა ფაშინიანმა.
თავის მხრივ, სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა ანაჰიტ მანასიანმა "მკაცრად დაგმო" ინციდენტი და აღნიშნა, რომ "ასეთი მძიმე დანაშაულები ძირს უთხრის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობის გარანტიებს".
მანასიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოს "უნდა ჰქონდეს შესაბამისი მექანიზმები ასეთი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად და მუდმივად უნდა გააუმჯობესოს ისინი".
"ეს არა მხოლოდ საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის ტრაგედია, არამედ იმის დასტურია, რომ სამართალდამცავ სისტემას არ აქვს კონტროლი სიტუაციაზე, რომ ის პოლიტიკური დავალებების შესრულებით არის დაკავებული", — დაწერა ოპოზიციონერმა პარლამენტის წევრმა ტაგუჰი ტოვმასიანმა Facebook-ის პოსტში.
ამავდროულად, პარტია "ქვეყნიდან ცხოვრებამდეს" ხელმძღვანელმა, მანე თანდილაინმა, "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, რომ მათი პარტიის წევრი "პოლიციის უმოქმედობის შედეგად" მოკლეს.
გრიგორიანი პარაკარის მერად 2025 წლის აპრილში აირჩიეს, როგორც Miasnutyun (ერთობა) ალიანსის კანდიდატი. ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ ჩატარდა, რაც ყოფილმა მერმა, მმართველი პარტია სამოქალაქო კონტრაქტის წევრმა, ლუდვიგ გიულნაზარიანმა, თებერვალში პარაკარის თემში მომხდარი კიდევ ერთი სასიკვდილო სროლის შემდეგ თანამდებობა დატოვა.
ინციდენტი თემის სოფელ მერძავანში მოხდა, სადაც სოფლის ხელმძღვანელის ნათესავი მოკლეს და კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა.
News.am-ის ცნობით, გრიგორიანის ძმა, პაიკარ გრიგორიანი, მერძავანში მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.
ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ ეს ორი მკვლელობა შესაძლოა ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები