ჰიტა საქართველოს ბანკის YouTube პროექტის, Creator-ის შესახებ
ფოტო: საქართველოს ბანკი
ქართველი Youtube კრეატორების მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკი პირველ, მასშტაბურ ქართულ რეალითი შოუს – Creator-ს იწყებს. პროექტის მიზანი ქართველი დამწყები YouTube-ერებისა და მთლიანად, ეკოსისტემის გაძლიერება, კრეატორების მხარდაჭერა და წახალისებაა.
პროექტის მნიშვნელობის, მისი წესებისა და მოლოდინების შესახებ Creator-ის ჟიურის ერთ-ერთი წევრი, დათო ალავიძე (ჰიტა) გვესაუბრება და ადამიანებს კონკურსში წარმატებულად მონაწილეობისთვის საჭირო რჩევებს უზიარებს.
გამოიწერეთ დათო ალავიძის YouTube არხი H1Ta.
ინფორმაციისთვის, უკვე ერთი თვეა, რაც საქართველოს ბანკი H1Ta-ს მთავარი სპონსორია.
როგორია საქართველოში დღეს კრეატორობის კულტურა და რა ბარიერებს აწყდებიან ახალბედა კონტენტ კრეატორები?
კრეატორობის კულტურა საქართველოში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ყოველ წელს გაცილებით მეტი წარმატებული კრეატორია, ვიდრე გასულ წელს.
ახალბედა კრეატორისთვის ყველაზე დიდი პრობლემა, ალბათ, გამოცდილების არქონაა, რადგან ეს სფერო ძალიან თანამედროვე სტანდარტებს ეფუძნება და სულ მცირე, 30-მდე სხვადასხვა პროფესიის საბაზისო დონეზე ცოდნას მაინც მოითხოვს.
ამიტომ რაც არ უნდა ნიჭიერი იყო, მაინც არსებობს უნარები, რომლის სწავლა და გამომუშავება ყოველდღიურად გიწევს.
დროს რომ გაუძლო ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ჟინის გარეშე წარმოუდგენელია.
თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს დიდი ორგანიზაციების ჩართულობას საქართველოშიYoutube კულტურის განვითარების პროცესში?
დიდი ორგანიზაციები მაგალითს აძლევენ სხვა ბიზნესებს, რომ მათაც გააძლიერონ ეს არხი. დიდი კომპანიების მხარდაჭერა ნიშნავს საშუალო და პატარა კომპანიების მეტ ინტერესს იუთუბზე, რაც თავის მხრივ ნიშნავს პატარა იუთუბერების ყურადღების ცენტრში მოქცევას, და მათთვის მეტი შესაძლებლობის მიცემას - ჰყავდეთ სპონსორი. ეს კი ნიშნავს უკეთესი კონტენტის შესაქმნელად მეტ დროს, მეტ რესურსს. შესაბამისად, ეს არის უდიდესი სტიმული მთელი სფეროს განვითარებისთვის.
რატომ არის აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი საქართველოში YouTube კულტურის განვითარებისთვის?
ასეთი პროექტები შესაძლებლობაა მონაწილეებისთვის — გახდნენ წარმატებულები. ზოგადად, ბევრი ადამიანი იწყებს იუთუბერობას, ბავშვებშიც საშუალოდ 10-დან 7-ს უნდა რომ იუთუბერი გამოვიდეს. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ამ პროფესიის შესახებ ინფორმაცია მწირია.
ამ პროექტის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად სწორედ გამოცდილების გაზიარებას ვხედავ, საწყისი ნაბიჯების საჯაროობას უკუკავშირთან ერთად. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, როგორ უნდა გახდე იუთუბერი ეგ თავისთავად საინტერესო მოგზაურობაა.
რა არის ის მთავარი კრიტერიუმები, რომელსაც მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს?
უნდა იყოს საინტერესო, მომავალში უნდა ხედავდეს თავის თავს Youtube-ზე, წარმოდგენილი ჰქონდეს საკუთარი განვითარების გზა და ყოველი ვიდეო უნდა იყოს ამ მომავლამდე მისასვლელი თითოეული ნაბიჯი.
რა კრიტერიუმები არის მნიშვნელოვანი უშუალოდ თქვენთვის?
ჩემთვის მთავარია თანმიმდევრულობა, საკუთარ, უკვე გამოქვეყნებულ ვიდეოებზე სწორი რეფლექსია — ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი, ამის საფუძველზე შემდეგი ვიდეოს დახვეწა, და, რაც მთავარია, სწორი ფასეულობები.
რა რჩევას მისცემდით დამწყებ კრეატორებს და რა არის რჩევა, რომლის მოსმენაც მოგინდებოდათ, როდესაც პირველად დგამდით ნაბიჯებს YouTube-ის სივრცეში?
ხარისხი არ არის აპარატურა/ტექნიკა.
ხარისხი ხარ შენ.
ინფორმაციისთვის, “კრეატორის” ფარგლებში, მონაწილეები 7 ტურის განმავლობაში შეასრულებენ მენტორებისგან მიღებულ საკონკურსო დავალებებს. ყოველი ეტაპის შემდეგ, ჟიურის შეფასებების, ვიდეოების ნახვებისა და მაყურებელთა რეაქციების საფუძველზე პროექტს ერთი მონაწილე დატოვებს.
მთელი პროექტის განმავლობაში დამწყებ იუთუბერებს შეაფასებენ და ახალ დავალებებს მისცემენ უკვე კარგად გამოცდილი და ცნობილი კრეატორები:
- დათო ალავიძე (ჰიტა),
- გიორგი მახარაშვილი (საეჭვო კაცი),
- ნიკა კაკოიშვილი (კაკო).
მუდმივ ჟიურისთან ერთად ყოველ ეპიზოდს ეყოლება მოწვეული სტუმარი, იუთუბერი მენტორი, რომელიც დამწყებ კრეატორებს საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს გაუზიარებს.
პროექტის გამარჯვებული კი საქართველოს ბანკისგან მიიღებს ფულად ჯილდოს - 20 000 ლარის ოდენობით.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და ატვირთონ საკუთარი ვიდეოს ბმული (YouTube-ზე unlisted სახით) creator.bog.ge-ზე. შერჩეულ მონაწილეები კი უნდა დაელოდონ უკუკავშირს.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები