რა პროექტების განხორციელებას ჰპირდება კახა კალაძის გუნდი ამომრჩეველს?
ტრამვაის დაბრუნდება, ახალი საავტობუსო ხიდის აშენება, 3 ახალი საბაგირო დერეფნის მოწყობა, ავარიული სახლების ჩანაცვლება და ლიფტების რეაბილიტაცია — ეს იმ დაპირებების ჩამონათვალია, რომელსაც თბილისში ქართული ოცნების მერობის კანდიდატის, კახა კალაძის გუნდი საარჩევნოდ გასცემს.
საარჩევნო დაპირებები მოსახლეობას თბილისის მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ვიცემერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად თბილისის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე გააცნო.
ახალი საავტობუსო ხიდი
თბილისის ვიცემერმა, გიორგი ტყემალაძემ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ საავტობუსო ხიდი ცოტნე დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედანს დააკავშირებს. მისი თქმით, ხიდზე 18-მეტრიანი ავტობუსები სწრაფად და შეუფერხებლად იმოძრავებენ, რაც გადაადგილების დროს შეამცირებს და
ტრანსპორტის ეფექტიანობას გაზრდის.
"ცოტნე დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ხიდი აშენდება. პრობლემა არის ამ არეალების ერთმანეთთან დაკავშირება. ამ ეტაპზე, აღნიშნული მიმართულებით 18-მეტრიანი ავტობუსების გადაადგილება ძალიან პრობლემურია. პროექტის განხორციელების შედეგად, საავტობუსო ხიდი უზრუნველყოფს მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს ყველაზე დატვირთულ უბნებს შორის კავშირს კომფორტულად 18-მეტრიანი ავტობუსების მეშვეობით," — თქვა გიორგი ტყემალაძემ.
3 ახალი საბაგირო დერეფანი
თბილისის ვიცემერის თქმით, მოეწყობა ისანი-მეტრომშენი-ვაზისუბანი, სარაჯიშვილი-ზღვისუბანი, მ/ს "სამგორისა" და ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა.
"საბაგიროს ტრადიცია ჩვენს ქალაქში არსებობს. ბოლო წლებში მათი რეაბილიტაციაც განვახორციელეთ. ამ შემთხვევაში კი საბაგიროს ეძლევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია. ეს სამი მიმართულება საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით დიდი შეღავათი იქნება ადგილობრივებისთვის. ასევე, აღნიშნული საბაგირო დერეფნის მოწყობა ირიბად იქნება დაკავშირებული ავტობუსების, მიკროავტობუსების გამოთავისუფლებასთან," — აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
ტრამვაის ახალი ხაზის მშენებლობა
გიორგი ტყემალაძის თქმით, ტრამვაის ახალი ხაზი დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ "დიდუბესთან" დააკავშირებს. მან პრეზენტაციისას დედაქალაქისთვის ტრამვაის ახალი ხაზის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
"ტრამვაი ბრუნდება. ეს ნამდვილად ისტორიული პროექტია. ტრამვაის ახალი ხაზი დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ "დიდუბესთან" დააკავშირებს. ერთი მხრივ, ტრამვაი ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური საზოგადოებრივი ტრანსპორტია. მეორე მხრივ, დიდი დიღომი არის რაიონი, საიდანაც ტრანსპორტითა თუ ავტომობილებით ადამიანების გადაადგილების სიხშირე ძალიან მაღალია. ამ მიმართულებით აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამით ეს არ სრულდება — ვაკეთებთ კვლევებს იმისათვის, რომ ტრამვაი სხვადასხვა მიმართულებით გაჩნდეს ჩვენს ქალაქში," — განაცხადა გიორგი ტყემალაძემ
ავარიული სახლების ჩანაცვლება
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე ვიცემერმა გიორგი ტყემალაძემ ისაუბრა.
"ჩვენ ვახერხებთ, გაცილებით ნაკლები ფინანსური რესურსის დახარჯვით, კერძო მესაკუთრეებთან და ბიზნესთან ერთად, არა თუ გავამაგროთ და დროებით მოვხსნათ პრობლემა, არამედ ადამიანებს მივცეთ ახალ თანამედროვე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, აბსოლუტურად გარემონტებულ ფართებში ცხოვრების შესაძლებლობა.
დინამიკის მიხედვით, 2022 წელს განხორციელდა 3 პროექტი, 2023 წელს — 5, ხოლო 2024-2025 წლებში — 17 პროექტი. სულ ჯამში 25 პროექტი, რომელიც 1500-მდე ოჯახს უკავშირდება და ეს, რა თქმა უნდა წარმატებაა, გამომდინარე იქიდან, რომ დოტაცია არის ბევრად ნაკლები, ვიდრე ეს შეიძლებოდა ყოფილიყო კორპუსის გამაგრებით, დროებითი პრობლემის მოგვარების შემთხვევაში," — თქვა გიორგი ტყემალაძემ და აღნიშნა, რომ ბიზნესსაც ეძლევა შესაძლებლობა, ავარიულობის IV–V კატეგორიების შემთხვევაში, ჩანაცვლების პროგრამა განახორციელონ.
ლიფტების რეაბილიტაცია
მოქმედი მერის და კანდიდატის, კახა კალაძის თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქში არცერთი ავარიული ლიფტი არ იქნება. მისივე თქმით, უკვე არსებობს შესაბამისი მონახაზი და ხედვაც ამის განსახორციელებლად.
"წინა წლებში იყო ძალიან მძიმე და ფატალური შემთხვევები ლიფტების ჩავარდნასთან, გაუმართავობასთან დაკავშირებით. უკვე გვაქვს მონახაზი, ხედვა, თანხებიც ვიცით და მთელი ქალაქის მასშტაბით 4 წლის განმავლობაში, არ იქნება არცერთი ავარიული და პრობლემური ლიფტი. ყველაფერი იქნება განახლებული. ეს არის ჩვენი კიდევ ერთი ახალი დაპირება, რომ ლიფტების პრობლემა ქალაქში მოგვარებული იქნება.
შესაძლოა, ეს პირდაპირ ჩვენი ვალდებულება არ იყოს, იცით რომ არსებობს ამხანაგობები და მათ უნდა მოახდინონ, ზოგადად, სარემონტო სამუშაოების წარმოება, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლიფტების ჩანაცვლება განახორციელოს მუნიციპალიტეტმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია," — თქვა კალაძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები