"ოცნების" წარმომადგენლები გაეროში მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლას აფასებენ
"არაჩვეულებრივი გამოსვლა ჰქონდა," — ასე შეაფასა "ტვ პირველის" ეთერში ოცნების პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა ოცნების დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლა გაერო-ში და აღარ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას — რატომ არ ახსენა ყაველაშვილმა რუსეთი?
ამავე კითხვას სპეკულაციური უწოდა ოცნების ხელისუფლების განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გივი მიქანაძემ და დაამატა, რომ მათი უმთავრესი გამოწვევა "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა" და "სიღარიბის დაძლევაა".
"მორიგი სპეკულაციური კითხვა თქვენგან, სხვა კითხვას არც ველოდით. ჩვენ ყველა ტრიბუნას ვიყენებთ მაქსიმალურად იმისთვის, რომ დავაფიქსიროთ ის მდგომარეობა, რაც ოკუპაციასთან არის დაკავშირებული და ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან სამშვიდობო გზით დეოკუპაციის მიზნით...
ყველგან ვაცხადებთ, ყველგან აბსოლუტურად, ვერცერთ ფორმატს ვერ მაჩვენებთ, სადაც ჩვენ ამაზე არ ვმსახურებდეთ და უფრო მეტიც ჩვენი უმთავრესი გამოწვევა ჩვენ ცალსახად განვაცხადეთ, რომ არის ორი რამ — ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის დაძლევა" — თქვა მიქანაძემ TV პირველთან.
ყაველაშვილის გამოსვლა შეაფასა ოცნების ხელისუფლების იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამაც და თქვა, რომ მისმა სიტყვამ "მოიცვა სრულად, როგორც არსებული პრობლემატიკა, ისე ქვეყნის მიღწევები", თუმცა კითხვაზე, რატომ ისაუბრა ყაველაშვილმა ნაკელები რუსულ აგრესიაზე, სალიამ თქვა, რომ "ახსენა ოკუპირებული" და "გაერო-ში კარგად არის ცნობილი ვის მიერ არის ოკუპირებული [საქართველო].
"ახსენა ოკუპირებული ტერიტორიები... გაერო-ში კარგად არის ცნობილი ვის მიერ არის ოკუპირებული [საქართველო], არაერთი რეზოლუცია არსებობს და შესაბამისად, მგონი ამასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა არსებობდეს, რომ რუსეთი არის ამ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპანტი. მთავარი გამოწვევა იყო წამოწეული წინ, იყო საუბარი ოკუპაციაზე კიდევ ერთხელ გავიმეორებ და იყო არაერთ სხვა გამოწვევაზე საუბარი და იმ პერსპექტივებზე და მიღწევებზე, რომელიც საქართველოს აქვს ამ ბოლო პერიოდში, იყო საუბარი ყველაფერზე
ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის სიტყვამ მოიცვა სრულად როგორც არსებული პრობლემატიკა, ისე მიღწევები ქვეყნის," — თქვა სალიამ TV პირველთან.
გუშინ, 25 სექტემბერს ოცნების დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება შევინარჩუნოთ მშვიდობა და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ხალხს თავიდან ავარიდოთ ომი". მან ასევე თქვა, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია, ახსენა 2008 წლისა და უკრაინის ომები, მაგრამ არც საქართველოს და არც უკრაინის კონტექსტში არ უხსენებია რუსეთი, როგორც ოკუპანტი და დამპყრობელი და არც საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების მისწრაფებაზე უსაუბრია.
ასევე იხილეთ:
- მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება შევინარჩუნოთ მშვიდობა და ხალხს თავიდან ავარიდოთ ომი
- მიხეილ ყაველაშვილი: ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება ესაა ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი
- მიხეილ ყაველაშვილი: გაერომ უნდა უზრუნველყოს ჩვენი პლანეტის ტრანზიცია, მშვიდობიან, სტაბილურ და სამართლიან, მრავალპოლუსიან საერთაშორისო წესრიგზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები