ფრიდრიხ მერცის თქმით, EU-მ უკრაინას რუსული გაყინული აქტივებიდან €140 მლრდ-ის ოდენობის უპროცენტო სესხი უნდა მისცეს
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროკავშირს მოუწოდა, გაყინული რუსული აქტივები გამოიყენოს იმისათვის, რომ უკრაინას 140 მილიარდი ევროს სესხი მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მერცის Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მერცის თქმით, სესხი სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად უნდა გამოიყენონ, ხოლო შენაძენები კი ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებმა კიევთან შეთანხმებით უნდა გააკეთონ.
სტატიაში მერცი მოითხოვს, რომ ევროკავშირმა აქტივების გამოსაყენებლად სამართლებრივი მექანიზმი იპოვოს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია სისტემატურად და მასშტაბურად გაზარდონ რუსეთის აგრესიის ფასი.
მისი თქმით, ევროკავშირს უკრაინისთვის თითქმის 140 მილიარდი ევროს ოდენობის უპროცენტო სესხის შეთავაზება შეუძლია.
"ეს სესხი მხოლოდ მას შემდეგ დაიფარება, როცა რუსეთი უკრაინას იმ ზარალს აუნაზღაურებს, რაც ამ ომის შედეგად მიაყენა," — განაცხადა გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა.
მან რუსული აქტივების ისეთი მასშტაბით გამოყენებას გაუწია რეკომენდაცია, რომელიც "უკრაინის სამხედრო მდგრადობას რამდენიმე წლით უზრუნველყოფს".
მერცმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეს თანხა აუცილებლად მხოლოდ სამხედრო აღჭურვილობის შეძენას უნდა მოხმარდეს და არა უკრაინის ზოგადი ბიუჯეტის დაფინანსებას.
"ასეთმა ყოვლისმომცველმა პროგრამამ ასევე ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებასა და გაფართოებას უნდა შეუწყოს ხელი. ეს როგორც ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას, ისე ევროპულ სუვერენიტეტს ემსახურება," — განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
უკრაინული მედიის ცნობით, გაყინული რუსული აქტივების დიდი ნაწილი ევროპული, ამერიკული და ბრიტანული სახელმწიფო ობლიგაციებისგან შედგება, რომლებიც ბელგიაში მდებარე ევროპული ფასიანი ქაღალდების საცავში, Euroclear-ში ინახება. ბრიუსელი, მუშაობს, რათა მომავალი წლიდან ამ სახსრების ნაწილი გახსნას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები