საქართველოს ბანკი, DANGEO Energy-სთან პარტნიორობით, რეგიონულ ფილიალებს მზის ენერგიით მოამარაგებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც გარემოს დაცვასა და მდგრადი პრაქტიკების დანერგვაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა, ქართულ-დანიურ კომპანია DANGEO Energy-სთან პარტნიორობით, ფილიალების მზის ელექტროსადგურებში გამომუშავებული ელექტროენერგიით მომარაგება დაიწყო.
პროექტი 2025 წლის სექტემბრიდან გააქტიურდა და პარტნიორი კომპანიისგან წლიურად დაახლოებით 2,200,000 კვტ.სთ ენერგიის მიღებას გულისხმობს. უშუალოდ DANGEO Energy-სთან პარტნიორობით მიღებული ენერგია რეგიონებში საქართველოს ბანკის ფილიალების ელექტროენერგიის მოხმარების 37%-ს დაფარავს.
“აღნიშნული პროექტი ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს ბანკის როლი გარემოს დაცვის საკითხში ძალიან დიდია. სწორედ ამიტომ, ვმოქმედებთ პასუხისმგებლობით, როგორც საოპერაციო საქმიანობის (ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი ენერგიის გამოყენება), ისე დაკრედიტების გზით (მწვანე დაფინანსება). განახლებადი ენერგიის მოხმარებით, ჩვენ აქტიურად ვამცირებთ სათბური აირების ემისიებს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ეს გადაწყვეტილება მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ხედვასთან — საზოგადოებისთვის შევქმნათ ღირებულება, შევამციროთ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა, ვიქცეთ მაგალითად სხვა ორგანიზაციებისთვის და ამ გზით მომავლის გამოწვევებს ეფექტიანად ვუპასუხოთ. ამ პროცესში მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ DANGEO Energy-ს გაწეული ძალისხმევისთვის”, — აღნიშნავს ანა ოსაძე, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი.
DANGEO Energy კომუნალური მასშტაბის მზის ენერგიის წამყვანი დეველოპერია საქართველოში. კომპანიების ჯგუფი 2023-2024 წლებში, როგორც დანიელი და ქართველი ინვესტორების ერთობლივი საწარმოს სახით დაარსდა და განახლებადი ენერგიისა და ფოტოელექტრული (PV) პროექტების შემუშავების დიდი გამოცდილება აქვს.
“DANGEO Energy-ში ვამაყობთ, რომ საქართველოს ბანკთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ სუფთა და მდგრადი მომავლის შექმნაში. ეს პარტნიორობა ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეუძლიათ პროგრესულ ინსტიტუტებს სათავეში ჩაუდგნენ ნახშირბადის ემისიების შემცირებასა და გრძელვადიანი ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.
რეგიონული ფილიალების ელექტროენერგიის მოხმარების თითქმის 40%-ის მზის ენერგიით დაფარვით, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ განახლებადი ენერგია არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური და ეკოლოგიური წინსვლისთვის. DANGEO Energy, როგორც ქართული და დანიური ინვესტორების ერთობლივი საწარმო, აერთიანებს საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებას. ჩვენ მტკიცედ მივყვებით მისიას – დავაჩქაროთ განახლებადი ენერგიის ტრანზიცია მასშტაბური პროექტებით, რომლებიც რეალურ ღირებულებას ქმნის ბიზნესებისთვის, საზოგადოებისთვის და მომავალი თაობებისთვის საქართველოში. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საქართველოს ბანკს ნდობისთვის და მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლობის გაფართოვებას, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ქვეყნის ენერგეტიკულ მომავალს“, — აცხადებს გიორგი აბულაძე, DANGEO Energy-ის გენერალური დირექტორი.
საქართველოს ბანკი ESG ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. მათ შორის მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიის წყაროებზე სრულად გადასვლას. მწვანე დაფინანსების, ენერგოეფექტურობისა თუ ნარჩენების მართვის გზით კი ბაზარზე ლიდერულ პოზიციებს ინარჩუნებს. ინფორმაციისთვის, 2024 წელს საქართველოს ბანკის მწვანე პორტფელის მოცულობამ 1,024 მილიონი ლარი შეადგინა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები