აღსრულების ბიურო "დროას" წევრ ნათია ლეთოდიანის სახლში ჯარიმების გადაუხდელობის გამო აღწერაზე შევიდა
პარტია დროას განცხადებით მათი წევრის, ნათია ლეთოდიანის სახლში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი საპროტესტო აქციებზე გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობის გამო, "ოჯახის საცხოვრებელი სახლის აღწერას და თანხის ასე ამოღებას აპირებენ," თუმცა, პარტიის განცხადებით, სახლი ნათია ლეთოდიანის სახელზე არ არის გაფორმებული.
"ჩვენი პარტიის წევრის, ნათია ლეთოდიანის სახლში, რამდენიმე წუთის წინ, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
განუცხადეს, რომ პროტესტში მონაწილეობისთვის გამოწერილი უკანონო ჯარიმების გადაუხდელობის გამო, მისი ოჯახის საცხოვრებელი სახლის აღწერას და თანხის ასე ამოღებას აპირებენ.
ამ დროისთვის მათ სახლი დატოვეს. ჩვენი ინფორმაციით, ორშაბათს დაბრუნდებიან ნივთების აღსაწერად. ცნობისთვის, სახლი ნათიას სახელზე არ არის გაფორმებული.
რუსული რეჟიმი მის ხელთ არსებული ყველა ხერხით ცდილობს აქტიური ადამიანების დაშინებას, მაგრამ მაინც არ გამოსდის!
არა რუსულ რეჟიმს! ბოლომდე!" — წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნულ ფაქტზე თავად ნათია ლეთოდიანმაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ აღსრულების ბიუროს წარმომადგენელი ზაურ კაპანაძე იმ სახლში მივიდა, რომელიც მის ბაბუასა და ბებიას ეკუთვნის. მისივე თქმით, ჯარიმა, რომლის გადაუხდელობასაც მას ედავებიან 31 იანვარს აქციის დროს ზებრას გადაკვეთისას გამოუწერეს. ლეთოდიანი ჯარიმას არ აღიარებს და ამბობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონოა.
"დღეს აღსრულების ბიუროს წარმომადგენელი, ზაურ კაპანაძე მოვიდა ჩემს საცხოვრებელ სახლში, სადაც ვარ რეგისტრირებული და რომელიც მე არ მეკუთვნის. ეს არის ბაბუაჩემის და ბებიაჩემის სახლი.
მითხრეს, რომ 31 იანვარს ბათუმში, აქციის დროს ზებრას გადაკვეთის გამო გამოწერილი ჯარიმა, რომელიც, რა თქმა უნდა, არ გადავიხადე და არ ვაღიარებ არც ამ ჯარიმას და არც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უკანონო გადაწყვეტილებას — 2 თვის წინ დამაყადაღეს და 2 თვის შემდეგ აღსრულება მოვიდა ჩემთან რომ დაეყადაღებინა და აღეწერა ყველა ის მოძრავი ნივთი, რომელიც ამ სახლში არის. დაწყებული ტელევიზორიდან, მაგიდა, სარეცხი მანქანა, მაცივარი თუ სხვა ნივთი", — თქვა პარტია დროას წევრმა.
ლეთოდიანის თქმით, ეს "რუსი ხელისუფლების მიერ" გამოგონილი "ტერორის ახალი სახეა", რომელიც არ იმოქმედებს.
"ეს არის რაღაც ახალი სტილი, ახალი ბრძანება — ეს არის ტერორის ახალი სახე რუსი ხელისუფლების მიერ მოგონილი, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენზე არ იმოქმედებს და ვერ შეგვაშინებენ.
მე ვთხოვე ამ ადამიანს, რომ ორშაბათამდე მოეცა დრო, რადგან კონსულტაციები უნდა გავიარო ადვოკატთან და ორშაბათს ველოდები მათ ვიზიტს, რათა აღიწეროს ყველა ნივთი, რაც ბაბუაჩემის და ბებიაჩემის სახლშია და არ ვიცი, რა ბედი ეწევა ამ ნივთებს", — თქვა ნათია ლეთოდიანმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები