ბიჭიკო პაიკიძეს და მისი კომპანიის 5 თანამშრომელს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
ქართული ოცნების ვანის საკრებულოს დეპუტატს და კომპანია B.P TRANS-ის მფლობელს, ბიჭიკო პაიკიძეს სახელმწიფო თანხების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 მლნ-ზე მეტი ლარის თაღლითური მითვისებისთვის, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამავე ბრალდებით პატიმრობა შეეფარდა კომპანიის მეორე დირექტორს, ვალერიან კვარაცხელიას და კიდევ 4 პირს — იოსებ ჭანჭალეიშვილს, როინ ფოფხაძეს, გიორგი კვახაძეს და ირაკლი გალოგრეს.
პროკურორ ბექა ხუნაშვილის განცხადებით, კომპანია B.P. TRANS- ის მფლობელი, ვანის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი ბიჭიკო პაიკიძე სავარაუდოდ, ესპანეთში ან პორტუგალიაში ცდილობდა გადასვლას, რათა ის გამოძიებას მიმალვოდა.
ბიჭიკო პაიკაიძე სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ახლობელია, უფრო ზუსტად, "რადიო თავისუფლების" ცნობით, მან გრიგოლ ლილუაშვილს შვილი მოანათვლინა.
ამჟამად პაიკიძე საქართველოში არ იმყოფება, შესაბამისად მას აღმკვეთი ღონისძიება დაუსწრებლად შეეფარდა. როგორც პაიკიძის ადვოკატი, ირმა ჭკადუა აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ქვეყანა ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა და საერთოდ არ არის ეს დაკავშირებული იმ სასამართლო დავასთან, რაც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს. სუს-ის განცხადებით, ბიჭიკო პაიკიძეზე ძებნაა გამოცხადებული.
"ბიჭიკო პაიკიძეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება. მას ედავებიან გარკვეული თანხების მითვისებას, მასალა მოცულობითია, დაახლოებით, 21 ტომია. ბიჭიკო პაიკიძე საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებაა, მისი უშუალო ჩართულობით ხდებოდა შოვის ტრაგედიის სალიკვიდაციო სამუშაოების, ყველა ტრაგედია, სტიქია, რაც საქართველოში ხდებოდა, სალიკვიდაციო სამუშაოებს ის ატარებდა, ის ყველაფერს მისი ქვეყნის სასარგებლოდ აკეთებდა.
ბატონი პაიკიძე არავის მხრიდან გაფრთხილებული არ ყოფილა, მის მიერ საქართველოს დატოვება მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება, საგამოძიებო ორგანოსთვის ცნობილია, რომ მას ძალიან ხშირად უფიქსირდებოდა საზღვრის კვეთა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდებოდა. მას არაერთი ქირურგიული ჩარევა აქვს გაკეთებული. ახლა სად იმყოფება, ჩემთვის ცნობილი არ არის, რომც ვიცოდე, ვერც მოგახსენებთ.
დავინტერესდი ექსპერტიზის დასკვნით, შესრულებული სამუშაოებია შეფასებული და ის მარტივი ფორმულით არის დაანგარიშებული. დაცვასაც ექნება შესაძლებლობა დამატებით ჩაატაროს ექსპერტიზები.
მისი საკომუნიკაციო მონაცემები არ მაქვს, არც მინდა მქონდეს. ბატონი პაიკიძე ამ საქმეზე გამოკითხული არ არის", — განაცხადა ირმა ჭკადუამ (კომენტარს IPN ავრცელებს).
რაც შეეხება საქმეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზისა და ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიით დაზიანებული მონაკვეთების ნაპირდამცავი სამუშაოების შესრულებისას, შპს B.P. TRANS-ის 100%-იანი წილის მფლობელმა ბიჭიკო პაიკიძემ, ვალერიანე კვარაცხელიასთან, კომპანიის თანამშრომელ ი.ჭ.-სთან და ხელშეკრულების შესრულებაზე პასუხისმგებელ ზედამხედველ პირებთან — გ.კ.-ს, რ.ფ.-ს და ი.გ.-ს — ერთად, მოტყუებით მოიპოვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 184 249 ლარი.
ბიჭიკო პაიკიძეს დამატებით კიდევ ერთი ბრალი წარედგინა — განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება და მასზეც პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით, პაიკიძეს ბრალად ედება 2010-2012 წლებში საგადასახადოში დეკლარაციების არასწორად შევსება. ადვოკატის განმარტებით, ამ ბრალზე "საუბარი უხერხულია და ეს უხერხული დამთხვევაა, რადგან მაშინ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი მძვინვარებდა, ისინი ყველას აკავებდნენ და თუკი, ამ ტიპის დანაშაული იყო მომხდარი, პაიკიძეს აუცილებლად დააკავებდნენ".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები