არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: "ოცნება" მტრისკენ მიდის, მტერს ეხუტება და მოყვარეს აგინებს
"ოცნება" მტრისკენ მიდის, მტერს ეხუტება და მოყვარეს აგინებს", — ამის შესახებ საკვირაო ქადაგებისას ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მისი სიტყვები "არ ყოფილა ეკლესიის საწინააღმდეგო", ის აკრიტიკებს "მთავრობას, რომელიც რუსეთს ვერ ახსენებს".
"ჩემი სიტყვა არ ყოფილა არაფერი ეკლესიის საწინააღმდეგო, არაფერი სწავლების საწინააღმდეგო. მე მხოლოდ ვამბობ ერთ რამეს, რომ ჩვენ რუსეთი მუდმივად გვებრძვის და რუსეთმა დაგვიპყრო. ვაკრიტიკებ მათ მოქმედებას ჩვენ მიმართ და ვაკრიტიკებ მთავრობას, რომელიც საერთოდ რუსეთს ვერ ახსენებს.
გუშინ სოხუმის დაცემის დღე იყო. ერთი სიტყვა არ უთქვამთ, რა მოხდა იქ. რუსს ვერ აქებენ, იმიტომ რომ ხალხის ეშინიათ და ვერ აგინებენ, იმიტომ რომ რუსების ეშინიათ, იმიტომ რომ მათია. აი ამას რო ვამბობ, ეს ვისაც არ მოსწონს, ერში თუ ბერში, ის ავტომატურად რუსის არის. ის ავტომატურად მტრის მხარესაა და თუ ვინმე მიწუნებს, მიწუნებს იმის გამო, რომ ვამბობ, რომ მტერია. "ოცნება" მტრისკენ მიდის, მტერს ეხუტება და მოყვარეს აგინებს", — თქვა საკვირაო ქადაგებისას არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.
ცნობისათვის გუშინ, 27 სექტემბერს "ტვ პირველმა" გამოაქვეყნა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილისა და 3 სასულიერო პირის — მამა მიქაელ ბოტკოველის, ანდრია ჯაღმაიძის და იოანე გოგორელიშვილის საპატრიარქოში ჩაწერილი აუდიოჩანაწერი. სასულიერო პირები არქიმანდრიტს მისი საჯარო განცხადებების გამო განმარტებებს სთხოვდნენ. ჩანაწერის ავთენტიკურობა სამივე სასულიერო პირმა დაადასტურა.
სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჩანაწერის გაკეთება არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა ითხოვა და საუბარი თავისსავე ტელეფონზე ჩაიწერა.
"პატარა კომენტარი:
საპატრიარქოში შეხვედრის ჩაწერა მოსვლისთანავე ითხოვა მამა დოროთემ, არ გვითქვამს უარი და არც გვიკითხავს რაში დასჭირდებოდა ეს.
და "ტვ პირველი" არ ასახელებს, ვინ მიაწოდათ ჩანაწერი", — წერს ანდრია ჯაღმაიძე.
რაც შეეხება უშუალოდ აუდიო ჩანაწერს, "ტვ პირველის" ცნობით, ჩანაწერიდან დგინდება, რომ დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს და საპროტესტო აქციების და სინდისის პატიმრების დიდ გულშემატკივარს საკუთარ განცხადებებზე, ტელე ინტერვიუებსა და ქადაგეგბებზე მოსთხოვეს პასუხი.
ჩანაწერის მიხედვით, ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლების "მორალურად დაკნინებაში" დაადანაშაულა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
"ვერ ბედავენ, კაცობა უნდა გეყოს ახლა, რომ გამოხვიდე და თქვა". რატომ აყენებ ასე მეტრს, საზომს, სხვებს რატო აკნინებ?!
...სასულიერო პირების დიდი ნაწილი შეურაცხყოფილია, იმის გამო რომ თქვენ მეტრი დააყენეთ, რომ ვინც ახლა სიმართლეს არ ლაპარაკობს, ე.ი. გამბედაობა და კაცობა არ ჰყოფნის", — საყვედურობს მამა ანდრია ჯაღმაიძე არქიმანდრიტს.
"მოვინიშნე შენი ნათქვამები და პასუხები მაინტერესებს. "სამწუხაროდ, სულ რამდენიმე მღვდელი აღმოვჩნდით, რომლის მეშვეობითაც ქრისტე საზოგადოებას ესაუბვრება — სიმართლეს! მე რასაც ვამბობ, ამით ქრისტე ეუბნება ხალხს". ჩვენ რას ვაკეთებთ დანარჩენები, შენი ძმები არ ვართ ჩვენ?", — ამბობს მამა მიქაილ ბოტკოველი ჩანაწერში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები