როგორ შეიძლება გახდეს რთველი კომერციულად უფრო მიმზიდველი
ფოტო: Shutterstock
შემოდგომაზე კახეთში დიდი ზეიმია ხოლმე. რთველის პროცესი აღმოსავლეთ საქართველოში ადრეულ შემოდგომაზე იწყება, ხოლო დასავლეთ საქართველოში ოქტომბრიდან. ამ დროს კახეთში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან უამრავი ადამიანი იკრიბება და რთველში იღებს მონაწილეობას.
2017 წლის რთველი წარმატებით მიმდინარეობს. 3 ოქტომბრის მონაცემებით, მხოლოდ კახეთის რეგიონში, 102 400 ტონა ყურძენია გადამუშავებული, ხოლო მევენახეების შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 117 მილიონამდე ლარი შეადგინა. მევენახეების ძირითადი შემოსავალი სწორედ ყურძნის კრეფა და შემდეგ მისი ან მისგან დამზადებული ღვინის გაყიდვაა.
ყურძნის მასობრივ კრეფაში ჩართულები არიან უცხოელი ტურისტებიც, რომლებზეც სახალხო დღესასწაული დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. თითქმის ყველა, ვინც რთველის დამქანცველ, მაგრამ მომაჯადოებელ საქმიანობაში ერთვება, თავის აღფრთოვანებას ვერაფრით მალავს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რთველი შეიძლება უფრო მეტად კომერციული საქმიანობა გახდეს, რომლის მთავარი სამიზნე აუდიტორია სწორედ უცხოელი ტურისტები იქნებიან.
იმისთვის რომ ტურისტები რთველით უფრო მეტად დაინტერესდნენ, საჭიროა სპეციალური ტურ-პაკეტების შექმნა და პოპულარიზაცია. ამის გაკეთება შეუძლიათ როგორც მოქმედ ტურისტულ კომპანიებს, ისე მათ, ვინც ინდივიდუალურად ემსახურება კლიენტებს. თუ ჯერ არც ერთით ხართ დაკავებული და არც მეორეთი, შეგიძლიათ ბიზნეს გეგმის წერა ახლავე დაიწყოთ.
იმ ტურისტებს, რომლებიც სასოფლო ტურიზმით ინტერესდებიან, სურვილი აქვთ გაიგონ ყველაფერი ამ ადგილის, ხალხისა და კულტურის შესახებ. ამ მხრივ კახეთი, განსაკუთრებით კი რთველის დროს, ძალიან გამორჩეული რეგიონია.
ტურ-პაკეტის შედგენისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ კულტურული მახასიათებლები, რომელიც ზედაპირზე უნდა იყოს წამოწეული და მის გადმოცემაზე მაქსიმალური კონცენტრაცია უნდა მოახდინოთ. უცხოელმა, რომელიც საქართველოში ყოფნის დროს რთველზე წასვლას გადაწყვეტს, საკუთარ თავზე უნდა განიცადოს ყველაფერი, რაც ამ ზეიმს უკავშირდება. სასურველია, რომ ისინი ჩართულნი იყვნენ როგორც ყურძნის კრეფვის, ისე მისი დაწურვისა და ღვინის მომზადების პროცესში.
ამ დროს აუცილებელია, რომ ტურისტს თან ახლდეს ამ საქმის პროფესიონალი და თარჯიმანი, რომელიც მევენახის საუბარს გადათარგმნის. რთველის პერიოდში ტურისტი უნდა დარწმუნდეს, რომ მან რთველის შესახებ იმდენად კარგად გაიგო ყველაფერი, რომ სამშობლოში დაბრუნებისას თავისუფლად შეძლოს ქართული ღვინის ტრადიციებზე საუბარი.
ზოგადად სასოფლო ტურისტული პაკეტი რამდენიმე დღისგან შედგება. იმისთვის, რომ ტურისტების დაბინავება შეძლოთ, ცხადია, სახლია საჭირო. რა საკვირველია, რთველისთვის სახლს ვერ ააშენებთ, მაგრამ გამოსავალი აქაც ძალიან მარტივია. კახეთი სტუმართმოყვარე რეგიონია, სადაც ადგილობრივები სტუმრებს დიდ პატივს სცემენ. აქედან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ ადგილობრივებს შეუთანხმოთ თქვენი ტურისტული პაკეტი და მან გარკვეული თანხის სანაცვლოდ საკუთარ სახლში ფართი დაგითმოთ და თუ სახლის პატრონი ვენახსაც ფლობს, მასთან სრული მომსახურების შესყიდვაც შეგეძლებათ. ის შემოსავალს მიიღებს, თან ვენახს დაკრეფს, ხოლო თქვენი კლეინტები მარტივად მიიღებენ იმ გაართობს, რაშიც ფულს გიხდიან.
კარგი იქნება, თუ თქვენს პაკეტში ღირშესანიშნაობების მონახულებასაც გაითვალისწინებთ და თქვენს კლიენტებს სხვადასხვა ადგილებს მოატარებთ. ამით მათ გულსაც მოიგებთ და რაც მთავარია, კახეთის მიმართ ინტერესს უფრო მეტად გაუმძაფრებთ.
აღსანიშნია ისიც, რომ რთველით დაინტერესებული ტურისტების მასპინძლობა მხოლოდ შემოდგომაზე არ არის აუცილებელი. თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ამ მიმართულებით უფრო სერიოზულად იმუშაოთ, კახეთში აუცილებლად გამონახავთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს კლიენტებს გაზაფხულზეც მშვენივრად აუხსნიან ვაზის მოვლის ტექნიკებს, ქართული ღვინის ისტორიას, რთველის პროცესს და საბოლოოდ, სანიმუშო ღვინოსაც გაასინჯებენ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები