კოალიცია "ძლიერმა საქართველომ" აუდიოჩანაწერი წარმოადგინა, რომლითაც მათი მაჟორიტარის მოსყიდვასა და გადაბირებას ადასტურებენ
ლელო — ძლიერი საქართველოსა და გახარიას პარტიის მერობის ერთობლივმა კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოიპოვეს აუდიომასალა, სადაც ჩანს როგორ ცდილობენ გავლენიანი ბიზნესმენები ლელო — ძლიერი საქართველოს მაჟორიტარების მოსყიდვას.
კუპრაძე აცხადებს, რომ "კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრებზე, მაჟორიტარებზე, მერებზე, ადგილობრივ ლიდერებზე მიმდინარეობს ძალადობრივი ზეწოლა და შეტევა ანტი ქართული ოცნების, ივანიშვილის, კახა კალაძის და სუს-ის მხრიდან".
"ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ კვირების განმავლობაში, აწ უკვე დადასტურებულია შესაბამისი ჩანაწერით, რომ კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრებზე, მაჟორიტარებზე, მერებზე, ჩვენს ადგილობრივ ლიდერებზე მიმდინარეობს ძალადობრივი ზეწოლა და შეტევა ანტი ქართული ოცნების, ივანიშვილის, კახა კალაძის და სუს-ის მხრიდან. ეს ყველაფერი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართულ ოცნებას ეშინია ჩვენი, ეშინია ჩვენი მონაწილეობის, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არსებულია, რატომ სჭირდება მას ზეწოლა და ძალადობა, განსაკუთრებულად რეგიონებში ჩვენს წევრებზე და კანდიდატებზე.
ჩვენ გვაქვს ხელთ ის ჩანაწერი, სადაც დასტურდება ერთ-ერთი მაჟორიტარის მიერ, რომ მან კანდიდატურა მოხსნა ზეწოლის, ძალადობის, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობის პარალელურად. ის ასახელებს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ ბიზნესებს, ის ასახელებს შავ სამაყროს, კანონიერ ქურდებს, რომელთანაც თანამშრომლობს ქართული ოცნება . ის ასახელებს, რომ სუს-ის ჩართულობით და ადგილობრივი პოლიციელების ჩართულობით, მასზე ზეწოლა განხორციელდა, რომ მას მოეხსნა კანდიდატურა კონკრეტული მუქარის, ძალადობის და მოსყიდვის სანაცვლოდ.
ცხადია, რომ კახა კალაძე, არა მხოლოდ როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, არამედ ქართული ოცნების გენერალური მდივანი, რომელიც მისივე პარტიის წესდების მიხედვით, არის პასუხისმგებელი ყოველდღიურ, ყოფით, მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და ნაბიჯებზე. ის არის პასუხისმგებელი იმ მოსყიდვაზე და ძალადობაზე, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. მას ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ძალადობაზე, მუქარაზე, კანონიერი ქურდების, შავი სამყაროს, კრიმინალების ჩართულობაზე ჩვენი კანდიდატების წინააღმდეგ ბრძოლაში. შესაბამისად, მათ ვაკისრებთ პასუხისმგებლობას და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება გამოძიებული და მას დაეკისრება მძიმე სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა," — განაცხადა კუპრაძემ.
ბრიფინგზე პარტიამ წარმოადგინა აუდიოჩანაწერი, სადაც ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატი მოსყიდვის ფაქტებზე საუბრობს.
შეგახსენებთ, 23 სექტემბერს ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ ლელოს ბოლნისის მერობის კანდიდატს, ასაფ ჩირაგოვს კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ ფული შესთავაზეს. კუპრაძის ინფორმაციით, ჩირაგოვმა თავდაპირველად უარი განაცხადა თანხაზე და ვარაუდობს, რომ მისი გადმობირება, სავარაუდოდ, მუქარის ფონზე მოხდა.
მოგვიანებით, ასაფ ჩირაგოვმა განაცხადა, რომ მან "ოცნებას" კანდიდატურა თავისი ნებით დათმო და ირაკლი კუპრაძის ვერსია მის დაშინებასა და ზეწოლაზე სიმართლეს არ შეესაბამება.
ამის შემდეგ ლელოს მაჟორიტარობის კიდევ სამმა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა.
"ტვ პირველის" ცნობით, ყულარში, პირველ ქესალოსა და ყიზილაჯლოში ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატებმა კანდიდატურები ქართული ოცნების სასარგებლოდ მოხსნეს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები