გაეცანით საქართველოს ბანკის YouTube პროექტის, Creator-ის ერთ-ერთი ჟიურის წევრის, კაკოს რჩევებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, ქართველი YouTube კრეატორების მხარდასაჭერად, პირველ, მასშტაბურ ქართულ რეალითი შოუს Creator-ს იწყებს, რომლის მიზანი ქართველი დამწყები YouTube-ერების მხარდაჭერა და მთლიანად ეკოსისტემის გაძლიერებაა.
პროექტის მასშტაბის, წესებისა და მოლოდინების შესახებ Creator-ის ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ნიკა კაკოიშვილი (კაკო) გვესაუბრება და საზოგადოებას კონკურსში წარმატებულად მონაწილეობისთვის საჭირო რჩევებს უზიარებს.
გამოიწერეთ კაკოს YouTube არხი HumanKako.
ინფორმაციისთვის, უკვე ერთი თვეა, რაც საქართველოს ბანკი HumanKako-ს მთავარი სპონსორია.
თქვენი აზრით, რამდენად განვითარებულია დღეს საქართველოში კრეატორობის კულტურა?
საქართველოში კრეატორობის კულტურა ჯერ კიდევ ბავშვობიდან იჩენს თავს. ბევრი ტალანტია, მაგრამ ეკოსისტემაა სუსტი — ბრენდები ჯერ კიდევ ტრადიციულ მედია მოდელებზე გაუაზრებლად ხარჯავენ დიდ თანხებს, შესაბამისად, არ არის სტაბილური მონეტიზაციის პლატფორმები.
ნაკლებია ცოდნა და ხშირად საზოგადოება უფრო კრიტიკულია, ვიდრე მხარდამჭერი.
რა არის მთავარი გამოწვევა ამ სფეროს განვითარების პროცესში?
მთავარი გამოწვევებია: ტექნიკური ცოდნის ნაკლებობა, ფინანსური რესურსების სიმცირე და ის სოციალური ზეწოლა განსჯის შიში, რომელიც ბევრს აფერხებს, ვიდეოს ატვირთვამდე.
რა მნიშვნელობა ენიჭება ამ გამოწვევების დაძლევაში კერძო ორგანიზაციების ჩართულობას?
ორგანიზაციები ქმნის სტაბილურობას, ფინანსურ სტიმულსა და აღიარებას. როდესაც კომპანია ჩნდება ამ სივრცეში, ეს უკვე განაცხადია დამწყებთათვის, რომ ეს სერიოზული საქმეა, ეს მომავალია, აქ შესაძლებელია კარიერის შექმნა.
ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ქართულ YouTube-ს მაღალ დონეზე აიყვანს და ნელ-ნელა კომპანიებისთვისაც პრესტიჟული გახდება იუთუბზე გამოჩენა.
თქვენი აზრით, რა წვლილს შეიტანს Creator საქართველოში Youtube ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით?
Creator-ის საშუალებით პირველად ჩნდება სივრცე, სადაც დამწყებებს საშუალება ექნებათ, საკუთარ იდეას მისცენ ფორმა, მოისმინონ პროფესიონალების რეალური კრიტიკა და განვითარებისთვის მიიღონ წვდომა საჭირო რესურსებზე.
ეს არა მხოლოდ მონაწილეებს დაეხმარება, არამედ მაყურებელსაც აჩვენებს, რომ იუთუბერობა არ არის უბრალოდ გართობა, ეს არის პროფესია, რომელსაც უამრავი მიკრო გადაწყვეტილება ახლავს თან და მაყურებელიც რეალურად დაინახავს ამ შრომას.
თქვენთვის, როგორც ჟიურის წევრისთვის, რა არის ის მთავარი კრიტერიუმები, რომლებსაც მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს?
ზოგადად, პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანია მონაწილეს ჰქონდეს ორიგინალური იდეები, შრომისუნარიანობა და ენერგია, რაც ვიდეოდან მოედება აუდიტორიას. თავდაჯერებული უნდა იყოს კეთების პროცესში, მაგრამ მერე შეეძლოს რეფლექსია. ყოველი ვიდეოს დადების შემდეგ უნდა უყუროს მას თავიდან, ჩახედოს ანალიტიკას, დააკვირდეს უკუკავშირს და გააანალიზოს, თუ როგორ შეუძლია უკეთესი მომდევნო ვიდეოს შექმნა.
უშუალოდ ჩემთვის კი მთავარი კრიტერიუმია, რომ ადამიანს ჰქონდეს პასუხი მთავარ კითხვაზე: რატომ?!
თუ შენ იუთუბს იწყებ მარტო იმიტომ, რომ ფული იშოვო ან პოპულარული გახდე — მალევ დანებდები. თუ იცი, რატომ აკეთებ ამ ყველაფერს, მაშინ მე შენს მხარეს ვარ.
რა არის ის რჩევა, რომლის მოსმენაც მოგინდებოდათ, როდესაც პირველად დგამდით ნაბიჯს Youtube-ის სივრცეში?creator.bog.ge
მზად იყავი იმაზე მეტი სტრესისთვის ვიდრე წარმოგიდგენია.
იუთუბერობა ნებისმიერი სხვა საქმიანობისგან განსხვავებით ორმაგად სტრესულია, რასაც აკეთებ, მაშინვე ასაჯაროვებ. ეს იმას ნიშნავს, რომ შენი სისუსტეებიც, შეცდომებიც და სულელური მომენტებიც ყველას თვალწინ ჩანს. უარუოფითი მესიჯებიც მაშინვე წამოვა, დაიწყებენ დაწვრილმანებას, დაცინვას, კომენტარებს არაფერი გამოგდის, ქრინჯი ხარ. მაგრამ ეგ ნორმალურია. ეგ ისაა, რაც ყველას გაგვივლია და თუ ამას ვერ აიტან, ჯობს საერთოდ არ დაიწყო.
ამასთან, მინდა ყველა დამწყებ იუთუბერს შევახსენო, რომ საქართველოში YouTube სივრცე ჯერ კიდევ ცარიელია. ახლაა საუკეთესო დრო დასაწყისისთვის.
თუ დღეს დაიწყებ და ხვალ არ გაჩერდები, ზეგ უკვე შენ იქნები ის პირველი, ვისაც სხვები მიბაძავენ.
ინფორმაციისთვის, მუდმივ ჟიურისთან ერთად ყოველ ეპიზოდს ეყოლება მოწვეული სტუმარი, იუთუბერი მენტორი, რომელიც დამწყებ კრეატორებს საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს გაუზიარებს.
პროექტის გამარჯვებული კი საქართველოს ბანკისგან მიიღებს ფულად ჯილდოს — 20,000 ლარის ოდენობით.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა 30 სექტემბრამდე უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და ატვირთონ საკუთარი ვიდეოს ბმული (YouTube-ზე unlisted სახით) creator.bog.ge-ზე. შერჩეულ მონაწილეები კი უნდა დაელოდონ უკუკავშირს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები