PETA-მ ანა ვინტურს ადამიანის თმისგან მოქსოვილი შარფი გაუგზავნა საჩუქრად
ფოტო: PETA
ცხოველთა უფლებადამცველმა ცნობილმა ორგანიზაცია PETA-მ ("ადამიანები ცხოველებისადმი ეთიკური მოპყრობის მხარდასაჭერად") ანა ვინტურს ლონდონის მოდის კვირეულის წინ საჩუქარი გაუგზავნა. ჟურნალ Vogue-ის საერთაშორისო სარედაქციო ხელმძღვანელმა საჩუქრად შარფი მიიღო, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, PETA-ის დამფუძნებლის, ინგრიდ ნიუკირკის, თმისგანაა მოქსოვილი.
ამ ჟესტით, ორგანიზაცია მოდის ინდუსტრიას მოუწოდებს, წარმოებაში ქაშმირის გამოყენება შეწყვიტოს. სწორედ ამიტომ, "100 პროცენტით ადამიანის თმისგან დამზადებული შარფი" საგანგებოდ შეღებეს შავად, რათა იმ "შავბნელი რეალობისთვის გაესვათ ხაზი, თუ როგორ მხეცურად აცილებენ თხებს ბეწვს მათი ნების საწინააღმდეგოდ". PETA ამატებს, რომ გარემოსთვის საზიანო ქაშმირისგან განსხვავებით, ვინტურისთვის გაგზავნილი საჩუქარი ეკომეგობრულია. ორგანიზაციამ ინსტაგრამზე ხუმრობით ფოტომონტაჟიც გამოაქვეყნა, თითქოს, ვინტურს ლონდონის მოდის კვირეულზე მართლაც აქვს მორგებული მათი შარფი.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა PETA ანა ვინტურს დაუპირისპირდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი 1997 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში მივიდა და ვინტურს, რომელიც იქ ვახშმობდა, თეფშზე მკვდარი ენოტი დაუგდო. მოგვიანებით, ნიუკირკი Vogue-ის ოფისშიც შეიჭრა და ტელეფონზე მიღებულ ზარებს პასუხობდა ფრაზით "ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის გამო დღეს დავიხურეთ". მაშინ ორგანიზაცია ჟურნალს ბეწვეულის პოპულარიზაციაში ადანაშაულებდა.
"მას შემდეგ ბევრმა წყალმა და ცხოველების სისხლმა ჩაიარა. კიდევ კარგი, დროც შეიცვალა და ხალხმა უკვე იცის, როგორ აწამებს ცხოველებს მოდის ინდუსტრია", — ამბობს ვინტურისთვის გაგზავნილ წერილში PETA-ის ხელმძღვანელი და ამტკიცებს, რომ თავისი თმისგან მოქსოვილი შარფი "სამშვიდობო შეთავაზებაა", — "ესაა უნიკალური, მდიდრული შარფი, რომელიც დამზადებულია ერთადერთი მისაღები ცხოველური მასალისგან, ადამიანის თმისგან. ეს თმა ჩემი ნებითაა გაცემული და ტკივილის ან მოკვლის გარეშეა მიღებული, რასაც ვერ ვიტყვით სხვა არსებებზე".
PETA-ის ცნობით, ჩინეთსა და მონღოლეთში, რომლებიც ქაშმირის უდიდესი მწარმოებლები არიან, "დამფრთხალ და ტკივილისგან აკივლებულ თხებს კოჭავენ და ლითონის ბასრი, ფოცხისებრი საჩეჩლით პარსავენ, აგლეჯენ კანს და ხშირად ღია ჭრილობებს უტოვებენ". ის თხები კი, რომლებიც სარგებლის მომტანად აღარ ითვლება, სასაკლაოზე მიჰყავთ.
მოდის ინდუსტრიაში ცხოველური წარმოშობის პროდუქციის გამოყენებას უკვე წლებია, ბევრი ადამიანი და ორგანიზაცია აპროტესტებს. მათ შორის არიან ვარსკვლავებიც, მაგალითად, მომღერალმა ბილი აილიშმა, რომელიც ვეგანია, 2021 წლის Met Gala-ზე ოსკარ დე ლა რენტას კაბა მხოლოდ იმ პირობით მოირგო, რომ მოდის სახლი ბეწვის გამოყენებაზე უარს იტყოდა. აილიშმა იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა სხვა დიზაინერებსაც.
30 წლის განმავლობაში, PETA ასევე ახორციელებდა კამპანიას I'd Rather Go Naked Than Wear Fur ("მირჩევნია, შიშველმა ვიარო, ვიდრე ბეწვეული ჩავიცვა"), რომლის ფარგლებშიც ცნობილი ადამიანები კამერის წინ შიშველი პოზირებდნენ. კამპანიაში არაერთი ვარსკვლავი ჩაერთო, მათ შორის, პამელა ანდერსონი, ევა მენდესი და P!nk.
2018 და 2019 წლებში ბეწვეულის საკუთარ წარმოებაში გამოყენებაზე უარი თქვეს Chanel-მა და Prada-მ. 2021 წელს მათ შეუერთდა მოდის გიგანტი Kering თავისი ყველა ბრენდით. ამავე წელს ისრაელი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში ბეწვეულით ვაჭრობა საერთოდ აკრძალა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები