კნუტ აბრაჰამი

კნუტ აბრაჰამი

30 Sep. 2025, 10:53

"როცა საქართველოში ჩემს ვიზიტებს ვიხსენებ, ის ყოველთვის წარმომიდგება, როგორც ევროპულ ცივილიზაციაში ღრმად ფესვგადგმული ქვეყანა. მაგრამ უნდა ვთქვა — ის, რისი იძულებითი მოწმეებიც ახლა ვართ, არის არა მხოლოდ ევროპული ღირებულებების, არამედ მთლიანად ევროპული ცივილიზაციის რღვევა. ოპოზიციის დევნა, მათი ლიდერების დაპატიმრება — უბრალოდ მიუღებელია, აბსოლუტურად დაუშვებელია. განსაკუთრებით ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის მხრიდან.

როგორც გერმანელი, მე ყოველთვის ვამაყობ გერმანულ-ქართული ურთიერთობებით, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ანბანის მიხედვით ახლოს ვართ ერთმანეთთან; მე ყოველთვის ვგრძნობ, რამდენად ღრმაა მეგობრობა ამ ორ ქვეყანას შორის და მინდა, მადლიერება გამოვხატო ქართულ-გერმანული მეგობრობის მარშის მიმართ, რომლის შესახებ რეპორტაჟიც გუშინ ვნახეთ.

მინდა ხაზი გავუსვა კიდევ ერთხელ იმას, რაც ჩემმა კოლეგებმა უკვე აღნიშნეს - მთავარი არის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, და ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლება".

განაცხადა სტრასბურგში გამართულ ბრიფინგზე გერმანელმა პარლამენტარმა, "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიიდან, კნუტ აბრაჰამმა, რომლის თარგმანსაც "კოალიცია ცვლილებისთვის" ავრცელებს.

 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…