საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკისთვის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა სტრატეგიული ხედვაა, რომელიც აერთიანებს განათლების, ბიზნესის, დასაქმების და გარემოს დაცვის მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ, ბანკი ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანებს, სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და წვლილი შეიტანონ უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში.
განათლება და ახალგაზრდების გაძლიერება
საქართველოს ბანკისთვის უკვე მრავალი წელია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითიც ეხმარება ახალგაზრდებში პრაქტიკული უნარების განვითარებას, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და დასაქმების უკეთესი შესაძლებლობების შექმნას.
შესაძლებლობები მოსწავლეებისთვის
საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა კომაროვთან თანამშრომლობით შექმნილი STEM სკოლის პროექტია, რომლის ფარგლებშიც, VII–XI კლასის მოსწავლეები ერთწლიანი ონლაინკურსის განმავლობაში ეუფლებიან მომავლის პროფესიებს. საუკეთესო შედეგების მქონე 60 მოსწავლე სრულად, ხოლო 30 ნაწილობრივ ფინანსდება ბანკის მიერ. STEM სკოლაში უკვე 1000-მდე მოსწავლემ ისწავლა, მათგან 200-ზე მეტი კი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდა.
ინფორმაციისთვის, STEM სკოლაში ახალ ნაკადზე რეგისტრაცია მიმდინარეობს და 30 სექტემბერს სრულდება. ამისთვის, ეწვიეთ ვებგვერდს.
STEM სკოლის პარალელურად, STEM მეცნიერებით უფრო მეტი მოსწავლის დაინტერესებისთვის, საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან ერთად STEM ოლიმპიადას მართავს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, გამოავლინონ ცოდნა და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები. STEM ოლიმპიადა ორჯერ ჩატარდა და მასში მონაწილეობა 300-ზე მეტმა სკოლამ მიიღო.
ამასთან, საქართველოს ბანკი ევერესტის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია. ეს არის ყველაზე მასშტაბური მათემატიკური ოლიმპიადა, რომელიც სეზონურად ტარდება და მასში მონაწილეობას 17 000-ზე მეტი მოსწავლე იღებს.
მომავლის პროფესიების კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ბანკი სხვადასხვა პროექტის მხარდამჭერია. მათ შორის ერთ-ერთი Code IT-ია, რომელიც GITA-სთან თანამშრომლობით შეიქმნა. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს საქართველოს 10 ტექნოპარკში: ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, კასპში, გურჯაანში, თელავში, ახმეტაში, პანკისსა და თბილისში აქვთ შესაძლებლობა შეისწავლონ კოდირების საფუძვლები.
ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად გასაზრდელად კი საქართველოს ბანკმა რეგიონის სკოლებში ინოვაციური ბიბლიოთეკები — იდეათეკები გახსნა, რომლებიც მოსწავლეებისთვის შემეცნებისა და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობას ქმნის. ყოველი მათგანი აღჭურვილია მრავალფეროვანი, 2000-მდე წიგნისგან შედგენილი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით, კომპიუტერებითა და პროექტორებით, STEM კუთხით.
დღეს საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკა საქართველოს მასშტაბით, 11 რეგიონის 25 სკოლაში უკვე ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის თვითგანვითარების შესაძლებლობას.
შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის
საქართველოს ბანკი სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის არაერთ სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. მათ შორის:
- საქართველოს ბანკის სტიპენდია და გიორგი ჩახავას სტიპენდია შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 22 პარტნიორ უნივერსიტეტში. უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 350-ზე მეტი სტიპენდიატი;
- სამაგისტრო საფეხურზე სწავლის მსურველებს შეუძლით გახდნენ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები Chevening-ის, Fulbright-ის და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის და მიიღონ, როგორც სწავლის, ისე,მასთან დაკავშირებული ხარჯების სრული დაფინანსება. საქართველოს ბანკის დაფინანსებით, დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში უკვე ისწავლა 55-ზე მეტმა ახალგაზრდამ.
სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით კი, საქართველოს ბანკი "ლიდერატორის“ პროგრამას ახორციელებს. ეს არის 6 თვიანი ანაზღაურებადი პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს ბანკში მუშაობის გამოცდილებას სთავაზობს. როტაციის პრინციპი კი ეხმარება მათ, საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით გამოსცადონ. ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობა უკვე 445-მა სტუდენტმა მიიღო და მათი 79% საქართველოს ბანკში დასაქმდა.
სტიპენდიების პროგრამა პროფესიულ აკადემიებში
საქართველოს ბანკი აცნობიერებს, რომ ყველა კარიერა უნივერსიტეტიდან არ იწყება. სწორედ ამიტომ, ახალ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობას აძლევს იმ ახალგაზრდებს, ვისაც პროფესიის შეცვლა სურთ, მიიღონ სწავლის დაფინანსება პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში, მათ შორისა შემდეგი ორგანიზაციები: კულინარიის აკადემია, კომუნიკაციების სკოლა, ციფრული ინდუსტრიის აკადემია, Smart Academy, STEP IT Academy, Headvice და BDO Academy.
ბიზნესის მხარდაჭერა
საქართველოს ბანკი ქმნის შესაძლებლობებს მცირე და საშუალო მეწარმეებისთვისაც, ამისთვის კი ისეთ პროექტებს ახორციელებს და უჭერს მხარს, როგორებიცაა:
- Businesscourse.ge — უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაა, აქ მსურველებს დარგის სპეციალისტების მიერ შექმნილ ბიზნესკურსებზე აქვთ წვდომა, რაც დაინტერესებული პირებისთვის თავისუფალია.
- UNDP-ის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, საქართველოს ბანკის ბიზნესისა და და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს ინოვაციური იდეები წარმატებულ ბიზნესებად აქციონ.
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, SMEDA მხარს უჭერს, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესებს, ისე მცირე მეწარმეებს. პროგრამა უზრუნველყოფს: მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას პროდუქციის გაყიდვების სტიმულირების, კონსულტაციების და გამოფენა-გაყიდვის მოწყობის მიმართულებით.
გარემოს დაცვა
საქართველოს ბანკი 18 დაცულ ტერიტორიას უჭერს მხარს, რომელთა ჯამური ფართობი 740,000 ჰა-მდეა, რომელსაც მართავს 18 ადმინისტრაციული ერთეული და დასაქმებულია 500-ზე მეტი ადამიანი.
გარემოს დაცვის ხელშეწყობის მიზნით კი, 2025 წელს ბანკმა კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) ერთად ახალი კამპანია წამოიწყო: ბრენდებს, რომელთა ლოგოებში ცხოველები ან ფრინველები არიან გამოსახული, მოუწოდა სახეობების გადარჩენისთვის მხარი დაეჭირათ. ინიციატივას ცხრა დიდი კომპანია შეუერთდა, მათ შორის: ასკანელი, სარაჯიშვილი, თსუ, სმარტი, Jägermeister Georgia, Jaguar Georgia, Ford Mustang, Georgian Capital და Galt & Taggart.
ეს საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მხოლოდ ნაწილია. ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები