გიორგი ბაჩიაშვილსა და მის მძღოლს, რომელმაც ის სომხეთში გადაიყვანა, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, საზღვრის უკანონო კვეთაში, ხოლო მისი მძღოლი შოთა ქარუმიძე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარებისთვის დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
გიორგი ბაჩიაშვილს თავისუფლების 4 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიესაჯა, რომელიც ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე შეფარდებულმა 11-წლიანმა სასჯელმა შთანთქა.
მას პროკურატურამ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 334-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა. ბაჩიაშვილმა ქვეყანა მანამდე დატოვა, სანამ მას ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11-წლიან პატიმრობას მიუსჯიდნენ.
ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, ამავე საქმეზე ბრალდებულ შოთა ქარუმიძეს, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის სომხეთში გადაყვანის ბრალდებით დააკავეს, 4 წელი და 6 თვე მიესაჯა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება) წარედგინა, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 43 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა, ამ საქმეზე, მას გირაო პატიმრობით შეეცვალა. თანხის მითვისების ნაწილში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში — 11 წლით. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ, ამ საქმეზე, თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.
შეგახსენებთ, "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს, რომელმაც საქართველო 4 მარტს დაატოვა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. მანამდე პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
შსს-ს ცნობით, ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა. ბაჩიაშვილმა სომხეთში ჩასვლის შემდეგ, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი.
ასევე, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ მიმართ საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მანამდე ბაჩიაშვილის მშობლებს საბანკო ანგარიშები გაუყინეს.
ასევე იხილეთ:
- გიორგი ბაჩიაშვილი: ყველა პროცესი ჩემს წინააღმდეგ არის შურისძიება. ამას ემსახურება ჩემი მშობლების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებაც
- "ქართული ოცნება" არავის დევნის და ამას ხალხი ხედავს — პაატა სალიან ბაჩიაშვილის მშობლებზე დაწყებულ სამართლებრივ დევნაზე
- პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
- ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ Guardian-ისა და New York Times-ის ჟურნალისტები ბაჩიაშვილმა ან მისმა ოჯახმა დაიქირავა
- შალვა პაპუაშვილი The Guardian-ს გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ შეკვეთილი სტატიის გამოქვეყნებაში ადანაშაულებს
- The Guardian-თან ინტერვიუს შემდეგ, ბაჩიაშვილის მშობლებს საბანკო ანგარიშები გაუყინეს
- გიორგი ბაჩიაშვილი: მაქვს ინფორმაცია, რომ რეჟიმს სურს ჩემი ნაცნობები, რომლებიც შეიძლება იმყოფებოდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში, მოათავსონ საკანში ჩემთან
- სააპელაციო სასამართლომ "ბიტკოინების საქმეზე" გიორგი ბაჩიაშვილის განაჩენი — 11-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა
- ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- პენიტენციური სამსახური: შესაძლოა პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და გ. ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები