თიბისიმ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო — ისწავლე და იმუშავე სფეროს წამყვან პროფესიონალებთან
ფოტო: თიბისი
დღეს, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რეალური სამუშაო გამოცდილების დაგროვებაა. თეორიული ცოდნა უნივერსიტეტში ქმნის საფუძველს, თუმცა, წარმატებული კარიერისთვის აუცილებელია პრაქტიკული უნარებიც, სწორედ, მათ ათვისებას გთავაზობთ თიბისი თავისი ახალი, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით.
თუ ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი, ან სულ ახლახან დაასრულე სწავლა, ხარ ცნობისმოყვარე, გიზიდავს ახალი შესაძლებლობები და მზად ხარ, შენს სფეროს ინოვაციური იდეები გაუზიარო, ეს პროგრამა შენთვის არის შექმნილი.
რატომ თიბისი?
თიბისი რეგიონში ყველაზე მსხვილი ფინანსური სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა, სადაც მუშაობა ნიშნავს ერთდროულად პროფესიული გამოცდილების დაგროვებასა და ახალ გამოწვევებზე რეაგირების უნარს. სტაჟირების პერიოდში შესაძლებლობა გექნება, იმუშაო ისეთი მიმართულებებით, რომლებიც ყოველდღიურად ცვლის და ამარტივებს ადამიანების ცხოვრებას. ეს გამოცდილება კი, მომავალში აუცილებლად გამოგარჩევს სხვა კანდიდატებისგან.
რომელი მიმართულებებია ხელმისაწვდომი?
სტაჟირების პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან სფეროს, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, აირჩიონ საკუთარი ინტერესებისა და პროფესიული მიზნების შესაბამისი მიმართულება. მათ შორისაა:
- AI და მონაცემთა მმართველობა — ხელოვნური ინტელექტის და მონაცემთა ანალიზის პრაქტიკული გამოყენება;
- საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსების მართვა — საბანკო ოპერაციების რეალური გამოცდილება;
- ბრენდის გამოცდილება და მარკეტინგი — ბრენდის გამოცდილება, საგანმანათლებლო პროექტები, სტრატეგიული კომუნიკაციები, ციფრული ზრდის გუნდი;
- კორპორატიული ბიზნესების ანალიტიკა და საკრედიტო რისკების მართვა — მსხვილი კომპანიების ფინანსური გადაწყვეტილებების მხარდაჭერა;
- საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (TBC Capital) — ინვესტიციებისა და კაპიტალის ბაზრების შესწავლა;
- ESG (გარემოს, სოციალური და მმართველობის საკითხები) — მდგრადი განვითარების სტრატეგიებში მონაწილეობა;
- Agile ბიზნესი — საბანკო პროდუქტებისა და სერვისების განვითარება მოქნილი მეთოდოლოგიებით;
- Compliance — შესაბამისობისა და რისკების მართვა;
ადამიანური კაპიტალის მართვა — HR პროცესები და ტალანტების განვითარება; - იურიდიული მიმართულება — სამართლებრივი მხარდაჭერა და საბანკო რეგულაციები.
რა შესაძლებლობებს იძლევა სტაჟირება?
პროგრამა გაგრძელდება 6-12 თვე, გექნება ანაზღაურებადი პოზიცია, შენზე მორგებული, უნივერსიტეტთან შეთავსებადი სამუშაო გრაფიკი და, რაც მთავარია, გეყოლება პირადი მენტორი, რომელიც პროფესიული უნარების განვითარებაში დაგეხმარება.
თიბისი მხარს გიჭერს არა მხოლოდ კარიერულ განვითარებაში, არამედ, პირადი მიზნების მიღწევაშიც. აქ შეგიძლია არამარტო ისწავლო, არამედ იმუშაო ისეთ გუნდში, რომელიც მომავალს ქმნის.
სტაჟირების მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე და გაიარონ შერჩევის სტანდარტული პროცესი. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 12 ოქტომბერი.
კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ მეილზე: HRinternship@tbcbank.com.ge.
ეს პროგრამა არ არის მხოლოდ სამუშაო — ეს არის კარიერული გზა, რომელიც საშუალებას გაძლევს, ჯერ კიდევ სტუდენტობისას გამოავლინო შენი პოტენციალი, დაეუფლო სამომავლოდ საჭირო უნარებს და დააგროვო მრავალფეროვანი, პრაქტიკული გამოცდილება.
შენ იცი, მთავარია გჯეროდეს!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები