ხარისხის ინფრასტრუქტურა: რატომ უნდა გვაღელვებდეს არასასურსათო პროდუქტების უსაფრთხოება და რა იცის ამ მიმართულებით საქართველოს მომხმარებელმა
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
თანამედროვე მსოფლიოში, ყოველდღიურად უამრავ არასასურსათო პროდუქტსა თუ სერვისს ვიყენებთ, ამიტომ ხარისხი არა მხოლოდ კომფორტის საკითხია, არამედ თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას უკავშირდება. თითოეული პროდუქტი — სურსათი, სათამაშო თუ ტანსაცმელი ეყრდნობა სისტემური მექანიზმების კომპლექსს, რომელსაც აერთიანებს ტერმინი ხარისხის ინფრასტრუქტურა.
რა იცის ქართველმა მომხმარებელმა ხარისხის ინფრასტრუქტურისა და არასასურსათო პროდუქტების უსაფრთხოების შესახებ, როგორ ირჩებს ის პროდუქტს და სურს თუ არა მეტი შეიტყოს საერთაშორისო სტანდარტებისა და სერტიფიკატების შესახებ? მომხმარებლის ცნობიერების გამოვლენის მიზნით, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, 2025 წლის თებერვალში, ჩეხეთის განვითარების სააგენტომ ჩაატარა რაოდენობრივი კვლევა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს რვა ქალაქის 500 მოქალაქე გამოვიკითხეთ.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
აღნიშნული აქტივობა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არასასურსათო პროდუქტების/სერვისების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. პროექტი, რომელსაც ერთად ახორციელებენ ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA) და გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), მიზნად ისახავს საქართველოს თითოეული მოქალაქის უზრუნველყოფას ხარისხიანი და უსაფრთხო არასასურსათო პროდუქტითა და სერვისით.
რა არის ხარისხის ინფრასტრუქტურა და რატომ უნდა გვაღელვებდეს როგორია ის?
ხარისხის ინფრასტრუქტურა (Quality Infrastructure – QI) ინსტიტუციური, ტექნიკური და სამართლებრივი კომპლექსია, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტებისა და სერვისების შესაბამისობას განსაზღვრულ სტანდარტებთან. ის მოიცავს: სტანდარტიზაციას (ტექნიკური სტანდარტებისა და ნორმების ჩამოყალიბებას), მეტროლოგიას (გაზომვების სიზუსტის, ერთიანობისა და კონტროლის მეცნიერებას), აკრედიტაციას (სერტიფიცირების, ინსპექტირებისა და ლაბორატორიული ორგანიზაციების ავტორიზაციას), შესაბამისობის შეფასებასა (პროდუქტის შესაბამისობის შემოწმებას განსაზღვრულ ნორმებთან) და ტექნიკურ რეგლამენტებს (საკანონდებლო დოკუმენტები). აქვე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ბაზარზე ზედამხედველობა, რომელიც განსაზღვრავს და აკონტროლებს პროდუქტის მოთხოვნებთან შესაბამისობას რეალურ დროში.
ამ კომპონენტების ერთობლიობა ქმნის იმ სისტემურ ჩარჩოს, რომელიც აუცილებელია როგორც შიდა სამომხმარებლო ბაზრის, ისე საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების ფუნქციონირებისთვის. მათი მთავარი მიზანია დაიცვას მომხმარებელი, უზრუნველყოს პროდუქტის უსაფრთხოება, ებრძოლოს უხარისხო და ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტის გავრცელებას და გაზარდოს ნდობა ადგილობრივ ბაზარსა თუ საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორებს შორის.
ხარისხის ინფრასტრუქტურა უხილავია მომხმარებლისთვის, მაგრამ სწორედ ის განაპირობებს ნებისმიერი პროდუქტის უსაფრთხოებას, მათ სანდოობასა და საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობას. მისი ეფექტიანობა ასევე აყალიბებს მყარ საფუძველს ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციისთვის გლობალურ ბაზრებთან, ზრდის ექსპორტის შესაძლებლობებს და ქმნის გარემოს მდგრადი განვითარებისთვის.
რა იცის მომხმარებელმა საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის შესახებ?
ხარისხის ინფრასტრუქტურისა და არასასურსათო პროდუქტების უსაფრთხოების შესახებ მომხმარებლის ცოდნისა და ინფორმაციის შესაფასებლად, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ჩეხეთის განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს რვა ქალაქში (თბილისი, რუსთავი, გორი, თელავი, ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი და ბათუმი) რაოდენობრივი კვლევა ჩაატარა. კვლევაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მონაწილეობა მიიღო 500-მა რესპონდენტმა (51% ქალი, 49% კაცი; ასაკი 18–65).
კვლევის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია:
- გამოკითხულთა უმრავლესობას არასდროს გაუგონია ტერმინი — ხარისხის ინფრასტრუქტურა და არ გააჩნია ინფორმაცია მისი შინაარსის შესახებ.
- უმრავლესობა ვერ ცნობს საერთაშორისო სერტიფიკატებს, მათ შორის ISO, CE, Oeko-Tex.
- მომხმარებელი იშვიათად ამოწმებს პროდუქტის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან, არ აქცევს ყურადღებას ეტიკეტზე მითითებულ ნიშნებს და უმეტესად უპირატესობას ანიჭებს დაბალ ფასს და არა უსაფრთხოებას ან ხარისხს.
- მოსახლეობის დიდი ნაწილი უფრო მეტად ენდობა ევროპასა და ამერიკაში წარმოებულ პროდუქტს; მხოლოდ 15% ენდობა საქართველოში წარმოებულ პროდუქტს.
- თბილისში მცხოვრებთა და მაღალი განათლების მქონე პირთა ინფორმირებულობის დონე საგრძნობლად მაღალია სხვა რეგიონებთან შედარებით.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ მომხმარებელს საქართველოში აქვს საკმაოდ დაბალი ცნობიერება, როგორც ხარისხის ინფრასტრუქტურის, ისე არასასურსათო პროდუქტების უსაფრთხოების მნიშვნელობის შესახებ. ინფორმაციის ნაკლებობა კი ცალსახად ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებად არიან დაცული პოტენციურად სახიფათო, უხარისხო, არასერტიფიცირებული ან სტანდარტებთან შეუსაბამო პროდუქტისგან, რაც, საბოლოო ჯამში, პირდაპირ უკავშირდება მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.
კვლევის მიზანი
აღნიშნული კვლევა საფუძვლად დაედო იმ საინფორმაციო კამპანიას, რომელსაც ჩეხეთის განვითარების სააგენტო გეგმავს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერილ პროექტ — QUIS — უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურების, ფარგლებში. კამპანიის მიზანია, უფრო მეტმა მომხმარებელმა იცოდეს ხარისხის ინფრასტრუქტურისა და არასასურსათო პროდუქტების უსაფრთხოების მნიშვნელობის შესახებ. ეს მათ საშუალებას მისცემს მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და აირჩიონ არა მხოლოდ იაფი, არამედ უსაფრთხო, სანდო და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი პროდუქტი.
პროექტი QUIS — უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება, ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და GIZ მიერ, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მისი მთავარი მიზანი, საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებაა.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები