თბილისი საბავშვო ევროვიზიას მასპინძლობს — ნახეთ სცენის დიზაინი და მონაწილე ქვეყნების სია
ფოტო: Corinne Cumming / EBU
2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსამდე ორ თვეზე ოდნავ მეტიღა გვაშორებს. საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს წელს თბილისი უმასპინძლებს. კონკურსი 13 დეკემბერს, ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზში გაიმართება. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც წლევანდელი საბავშვო ევროფესტივალის თანაორგანიზატორია ევროპის მაუწყებელთა კავშირთან (EBU) ერთად, სულ ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალი, სცენის დიზაინის პირველი სურათები და ვიზუალური თემა.
რამდენი ქვეყანა მიიღებს წლევანდელ საბავშვო ევროვიზიაზე მონაწილეობას?
რიგით 23-ე ევროვიზია ჯუნიორზე 18 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალს შარშანდელი ორი მონაწილე — ესტონეთი და გერმანია — გამოეთიშა. სამაგიეროდ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კონკურსზე სამი ქვეყანა ბრუნდება: აზერბაიჯანი, რომელმაც ბოლოს 2021 წელს მიიღო მონაწილეობა, მონტენეგრო, რომელიც ბოლოს 2015 წელს ვიხილეთ და საბავშვო ევროვიზიის პირველი გამარჯვებული, ხორვატია, რომელიც 2015 წლიდან აღარ მონაწილეობდა.
წლევანდელი საბავშვო ევროვიზიის მონაწილეების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
- ალბანეთი — წარადგენს კრონი პულა, სიმღერით Fruta perime
- სომხეთი — მონაწილე და სიმღერა ჯერ არაა შერჩეული
- აზერბაიჯანი — წარადგენს იაღმური, სიმღერა ჯერ არაა შერჩეული
- ხორვატია — წარადგენს მარინო ვრგოჩი, სიმღერა ჯერ არაა შერჩეული
- კვიპროსი — წარადგენენ რაფაელა პანტელი და ქრისტოს გეორგიუ, სიმღერით Away
- საფრანგეთი — წარადგენს ლუ დელუზი, სიმღერით Ce monde
- საქართველო — მონაწილე და სიმღერა ჯერ არაა შერჩეული
- ირლანდია — 19 ოქტომბერს შევიტყობთ მონაწილის ვინაობას
- იტალია — წარადგენს ლეონარდი ჯოვანანჯელი, სიმღერით Rockstar
- მალტა — მონაწილე და სიმღერა ჯერ არაა შერჩეული
- მონტენეგრო — წარადგენს ასია ჯოგოვიჩი, სიმღერა ჯერ არაა შერჩეული
- ნიდერლანდები — წარადგენს Meadow, სიმღერით Freeze
- ჩრდილოეთ მაკედონია — წარადგენს ნელა მანჩესკა, სიმღერა ჯერ არაა შერჩეული
- პოლონეთი — წარადგენს მარიანა კლოსი, სიმღერა ჯერ არაა შერჩეული
- პორტუგალია — წარადგენს ინეშ გონსალვეში, სიმღერა ჯერ არაა შერჩეული
- სან-მარინო — წარადგენს Martina Crv, სიმღერით Beyond the Stars
- ესპანეთი — წარადგენს გონსალო პინიოსი, სიმღერით Érase una vez
- უკრაინა — მონაწილის ვინაობა და სიმღერა 12 ოქტომბერს გახდება ცნობილი
სცენის დიზაინი და მისი მნიშვნელობა
როგორც ევროვიზიაზე, ასევე საბავშვო ევროვიზიაზე, ფანებს ერთ სული აქვთ ხოლმე, როდის იხილავენ სცენის დიზაინს. მეტიც, ის, თუ როგორი მასპინძელი გამოდგა ესა თუ ის ქვეყანა, ნაწილობრივ სწორედ სცენით ფასდება. წლევანდელი ევროვიზია ჯუნიორის სცენა კი, რომლის აწყობაც ახალი სპორტის სასახლეში კონკურსამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყება, ასე გამოიყურება:
ფოტო: პირველი არხი
ორგანიზატორების ცნობით, სცენის დიზაინის ინსპირაცია ქართული კულტურული მემკვიდრეობაა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, "ახალი თაობის არტისტებისთვის გარდაქმნილი კულტურული გულისცემა".
ფოტო: პირველი არხი
სცენის ცენტრში ქართული დოლის ერთგვარი მოდელია გაცოცხლებული, მის გარშემო წარმოდგენილი სხვადასხვა ფორმის ელემენტები კი სიმბოლურად ქვეყნის მთაგორიან ლანდშაფტებს, ციხესიმაგრეებსა და ტრადიციულ კოშკებს წარმოადგენს.
ვიზუალური თემა
საგანგებოდ 2026 წლის ევროვიზიისთვის, რომელიც კონკურსის საიუბილეო, 70-ე წელია, შეიცვალა ლოგო. ამდენად, წელს პირველად, ახალი ლოგოთი გაიმართება საბავშვო ევროვიზიაც. ამასთან, წინა წლებისგან განსხვავებით, კონკურსს ყოველწლიურად განსხვავებული სლოგანი აღარ ექნება და, ევროვიზიის მსგავსად, აქაც United by Music ("მუსიკით გაერთიანებული") გახდება შეუცვლელი დევიზი.
სამაგიეროდ, კონკურსის ორგანიზატორები ყოველ წელს ძველებურად წარმოგვიდგენენ ვიზუალურ თემას. წელს ეს ფერადი, კლაკნილი ხაზები და სხვადასხვა ფორმის თავისუფალი მონასმებია, რომლებიც "პატარა მუსიკოსების ხალისიანი შემოქმედების გამოძახილია" და ლოგოს "რიტმს და ახალგაზრდულ ენერგიას" სძენს.
ფოტო: პირველი არხი
"ხასხასა ფერების დინამიკური კონტურები ლოგოს აცოცხლებს და ინდივიდუალურობის მისამღერად, მრავალფეროვნების, ინკლუზიურობისა და საყოველთაო ზეიმის სიმბოლოდ გარდაქმნის", — განმარტავენ ორგანიზატორები.
საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული გასულ წელს საქართველო გახდა. ჩვენს ქვეყანას რეკორდული მეოთხე გამარჯვება 11 წლის ანდრია ფუტკარაძემ მოუტანა, გიგა კუხიანიძის სიმღერით დედას. ანდრიას გამოსვლა 16 მონაწილე ქვეყნიდან 12-მა უმაღლესი ქულით შეაფასა. გამარჯვებიდან მალევე, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მომდევნო ევროვიზია ჯუნიორის მასპინძლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები