დენ ბარნა

1 Oct. 2025, 17:49

"ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის" (ALDE) პარტიის სახელით მკაცრად ვგმობ გირჩი — მეტი თავისუფლების პოლიტიკოსის, გელა ხასაიას პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებას საქართველოში.

მისი დაკავება ყალბი ბრალდებებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციაზე კიდევ ერთი საგანგაშო თავდასხმაა. მისი, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილის, ხმა ჩაგვრის წინააღმდეგ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. კრიტიკოსების გაჩუმება ვერ შეაჩერებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს."

დაწერა ევროპარლამენტარმა, დენ ბარნამ სოციალურ ქსელში და აქტივისტ გელა ხასაიას გათავისუფლება მოითხოვა.

ცნობისთვის, პროკურატურამ გირჩი მეტი თავისუფლების წევრს, აქტივისტ გელა ხასაიას ბრალდება წარუდგინა. გამოძიება მას ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავება, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…