აგროსფერო სრულად დააფინანსებს აგრარული უნივერსიტეტის ერთ ახალწვეულს
ფოტო: აგროსფერო
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია აგროსფერო უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად თანამშრომლობს აგრარულ უნივერსიტეტთან და სტუდენტებისთვის სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. წელს კომპანიის კიდევ ერთი ინიციატივით, აგრარული უნივერსიტეტის ერთ ახალწვეულს სრულად დაუფინანსდება სწავლა. ეს იღბლიანი ახალგაზრდა აგრონომიის, ლანდშაფტის მენეჯმენტისა და მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი, ელენე უფლისაშვილია, რომელმაც ყველაზე მაღალი შედეგები მიიღო ეროვნულ გამოცდებზე.
ახალი ინიციატივის შესახებ აგროსფეროს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, აკაკი ტოროტაძემ აგრარული უნივერსიტეტის Welcome Party-ზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
“ჩვენი კომპანია, აგროსფერო ქართული სოფლის მეურნეობის ერთგული პარტნიორია და მუდმივად ცდილობს წვლილი შეიტანოს ამ სფეროს განვითარებაში. გვჯერა, რომ სწორედ განათლებული ახალგაზრდობაა ის ოქროს ფონდი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ძლიერ მოსავალს მოუტანს. ჩვენი რწმენის დასტურია ის მრავალწლიანი პარტნიორობა, რომელიც გვაკავშირებს ამ უნივერსიტეტთან.
წელს გადავწყვიტეთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება — სტუდენტების განათლების ხელშეწყობა. ამიტომ კომპანია სრულად დააფინანსებს აგრარული უნივერსიტეტის კიდევ ერთ სტუდენტს, ელენე უფლისაშვილს. ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგებით მან აჩვენა, რომ ნამდვილად იმსახურებს თანადგომას.
გვჯერა, ამ გზით ჩვენ ვთესავთ არა მხოლოდ ერთჯერად დახმარებას, არამედ გრძელვადიან ინვესტიციას ჩვენი ქვეყნის მომავალში“, — თქვა მან.
ფოტო: აგროსფერო
აკაკი ტოროტაძემ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, ასევე, წარუდგინა პოსტერი, რომელზეც ასახული იყო წარმატების კიბე სოფლის მეურნეობის პრინციპების მიხედვით. მან აღნიშნა, რომ ეს გზა ფერმერის ერთწლიან სამუშაო ციკლს ჰგავს.
“ყველაფერი იწყება თესლით. ამ შემთხვევაში ეს არის ცოდნა, რომელსაც აქ მიიღებთ. თესლს სჭირდება ნიადაგი — ეს არის შრომა, რომელსაც ყოველდღიური განვითარებისთვის გაიღებთ. შემდეგ ზრდაა ანუ პროგრესი, რომელიც ცხოვრების ხარისხში აისახება. და ბოლოს, მოსავალი — თქვენი წარმატება.
აგროსფეროს უნდა, რომ გზის დასაწყისში, ამ კიბის პირველ საფეხურზე დაგიდგეთ გვერდით, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ ხარისხიანი თესლი, სათანადო მოვლის პირობებში, კარგ ნიადაგზე კარგ შედეგებს გამოიღებს. ასევე ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენი დარგის სპეციალისტის წარმატებისთვის, პირველ რიგში, საჭიროა ხარისხიანი ცოდნის მიღება. სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტთან, ამიტომ ვაფინანსებთ ამ წარმატებულ ახალწვეულს და ამიტომ გვიყვარს ამ კიბის პირველ საფეხურზე მათ მხარში დგომა, მოტივაციის მიცემა, მხარდაჭერა და გამხნევება“, — თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ აგროსფერო მე-4 წელია ყოველწლიურად 6 წარჩინებულ სტუდენტს უნიშნავს სტიპენდიას. გარდა ამისა, ათობით ახალგაზრდას სთავაზობს პრაქტიკასა და სტაჟირებას კომპანიის მოწინავე ბაზებზე. აგროსფერო ასევე მხარს უჭერს აგრარული უნივერსიტეტის პრაქტიკულ საგან აგროპროექტს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები დამოუკიდებლად ზრდიან სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურას. კულტურების გაზრდისთვის საჭირო ინოვაციურ პროდუქციას კომპანია უნივერსიტეტს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები