მთავარია გჯეროდეს — ნიკა გეგენავას AI გზა ცნობისმოყვარეობიდან გამარჯვებამდე
ფოტო: თიბისი
ნიკას ამბავი ტექნოლოგიების მიმართ მუდმივი ინტერესით იწყება, როდესაც ჯერ კიდევ 2 წლის წინ, პირველად ააწყო ხელოვნური ინტელექტის მოდელი. ამის შემდეგ მისი ცნობისმოყვარეობა ყოველ ნაბიჯზე ეძებდა უფრო და უფრო მეტ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტი სიღრმისეულად შეესწავლა.
ეს შესაძლებლობა ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადა აღმოჩნდა, რომელიც საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველად ჩატარდა. გამარჯვებულები კი AI საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრნენ პეკინში, სადაც საქართველო პირველად წარდგა და გლობალურ ასპარეზზე პირველი გამარჯვებაც მოიპოვა.
“ოლიმპიადაზე გასამარჯვებლად საჭიროა შემართება, ინტუიცია და თვითრწმენა, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ დაუღალავი სწავლითა და მუშაობით შეიძენ. ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის კურსი გიქმნის საკუთარი თავის ისეთ რწმენას, რომელიც გარდაუვალად მიგიყვანს წარმატებამდე.“
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის საბაზისო ცოდნა ოლიმპიადამდეც ჰქონდა, გლობალურ კონკურენციაზე ასპარეზობამ მისცა თვითრწმენა, შექმნას თავისი ამბავი ხელოვნური ინტელექტის სამყაროში. ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება, კოდის წერა, პრობლემების ინოვაციურად გადაჭრა, ინტუიცია მანქანურ სწავლებაში. ნიკას აზრით, ეს იმ უნარების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ყველაზე წარმატებულ ტექნოლოგიურ ამბებს ქმნის.
“ოლიმპიადამ მომცა შესაძლებლობა არა მხოლოდ ეფექტურად გადამეწყვიტა პრობლემები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, არამედ დამენახა, როგორ შეიძლება პატარა იდეა გადაიქცეს რეალურ პროტოტიპად, რომელსაც ფართო საზოგადოება გამოიყენებს. ოლიმპიადის შემდეგ, დავიჯერე, რომ შემიძლია პროფესიონალურად დავიწყო მუშაობა და სამომავლო საქმიანობა ხელოვნურ ინტელექტსა და კომპიუტერული მეცნიერებების დარგს დავუკავშირო .”
ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ AI საოლიმპიადო კურსებზე რეგისტრაცია, ნიკა ურჩევს: “თუ მზად ხართ ცოდნის შესაძენად, საკმარისია ნებისმიერი წიგნის წაკითხვა, თუმცა, თუ გსურთ მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება, თეორიული ცოდნა მათემატიკური მექანიზმებისა და მანქანური სწავლების მოდელების შესახებ და, გარდა ამისა, შეძლოთ დამოუკიდებლად მუშაობა ხელოვნური ინტელექტის ნებისმიერ პროექტზე, მაშინ ეს ოლიმპიადა არის ის სივრცე, სადაც ეს აუცილებლად მოხდება.”
გახსოვდეს, რომ ყველაზე მაღალ მწვერვალზე სწორედ მაშინ ადიხარ, როდესაც საკუთარი თავის ყველაზე მეტად გჯერა. თუკი ამჟამად ოლიმპიადაში გამარჯვება ძალიან შორ ოცნებად გეჩვენება, შეიძლება პირველივე ცდამ, ერთ დროს შეუძლებელიც შესაძლებლად აქციოს.
გადადგი პირველი ნაბიჯები მომავლის შექმნაში და 8 ოქტომბრის ჩათვლით დარეგისტრირდი ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის კურსზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები