პაატა ბურჭულაძე

3 Oct. 2025, 13:57

"მეგობრებო, 4 ოქტომბრამდე საათებია დარჩენილი, ქართველი ხალხის ეპოქალურ გამარჯვებამდე. ჩვენ ვიკრიბებით რუსთაველზე, რათა ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლება. მოგიწოდებთ ყველას, ვისაც გსურთ ღირსეული და თავისუფალი საქართველო, მოდით ყველანი 4 ოქტომბერს 16:00 საათზე რუსთაველზე. არავინ იფიქროთ, რომ სხვისი მისვლა საკმარისია.

გარდა ამისა, გვინდა, გავაკეთოთ ერთი განცხადება: ხშირად გვეკითხებიან, რა მოხდება, როცა ივანიშვილის რეჟიმის დასრულდება? მინდა, გითხრათ, რომ ვიღეთ პასუხისმგებლობას: არცერთი სახელმწიფო ინსტიტუციის ფუნქციონირება არ შეფერხდება. თუ რომელიმე მინისტრი ან მაღალჩინოსანი გაიქცევა, ეს არ გამოიწვევს ფუნქციების კოლაფსს. უფრო მეტიც, ამის შედეგად კოლაფსი მცირე ხნითაც კი არ შეიქმნება. ყველა სახელმწიფო სასიცოცხლო სერვისი, ისეთი, როგორიც არის ჯანდაცვა, ხელფასებისა და საპენსიო უზრუნველყოფა, მართლწესრიგი თუ სხვა გარანტირებული იქნება. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას უზრუნველყოფენ არა მხოლოდ მინისტრები, არამედ უწყებებში უამრავი სხვადასხვა პოზიციებზე განაწილებული პროფესიონალები. ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ მოლოდინი, არამედ ზუსტად ვიცით, რომ ეს ადამიანები გააგრძელებენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას. ამიტომ ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.

4 ოქტომბერს 16:00 საათზე რუსთაველზე მოდით ყველანი, მიიღეთ მონაწილეობა ამ ისტორიულ ეროვნულ კრებაში. ერთად შევქმნათ ახალი საქართველო, დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი, დავუბრუნოთ ჩვენი სამშობლო."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…