ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთი საგზური — საქართველო არ ჩერდება
ფოტო: საქართველოს ბანკი
2025 წელს, საქართველოს სპორტულმა ასპარეზმა უკვე მრავალი წარმატება მოიტანა და რაოდენ სასიხარულოა, როდესაც პატარა ქვეყანა დიდ გამარჯვებებს სპორტის არა ერთ, არამედ, რამდენიმე სახეობაში აღწევს.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე. საქართველოს ბანკი საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია.
სპორტის ქართული ისტორიის მორიგი გამორჩეული ფურცელი დაწერა ფუტსალის ნაკრებმა, რომელმაც სლოვაკი ვიზავი ორმატჩიან დაპირისპირებაში, ანგარიშით 7:6 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
პირველი შეხვედრა თბილისში გაიმართა: ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა ნაკრებმა სტუმარი სამბურთიანი სხვაობით, 4:1 დაამარცხა და საკმაოდ სოლიდური უპირატესობა მიიღო. თუმცა, ცხადია, მთავარი მატჩი წინ, ბრატისლავაში გველოდა. ამას ასათიანის სიტყვებიც ადასტურებდა: მატჩი ხელახლა, 0:0-დან დაიწყებაო.
მართლაც ასე იყო: სლოვაკეთში გამართული მატჩი ძალიან რთული აღმოჩნდა. სლოვაკებმა ტაიმი ანგარიშით 2:1 მოიგეს და შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, 3:1-საც იგებდნენ, თუმცა, ჯერ არჩილ სებისკვერაძემ, შემდეგ კი ირაკლი თოდუამ, უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანეს და ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.
იმის მიუხედავად, რომ სლოვაკეთმა ძალების მოკრება კვლავ შეძლო და 2 ბურთით დაწინაურდა, საქართველო არ გატყდა და ანგარიშის შენარჩუნება შეძლო. შედეგად, ორი მატჩის ჯამში, გავიმარჯვეთ (7:6), ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ და უდიდესი სიხარული გავიზიარეთ.
მოკლედ, ტურნირთან დაკავშირებით
ისტორიაში პირველად, ფუტსალში, ევროპის პირველობას სამი ქვეყანა უმასპინძლებს: ლატვია (რიგა), ლიეტუვა (კაუნასი) და სლოვენია (ლუბლიანა). ევრო 2026 სტარტს 21 იანვარს აიღებს, ტიტულის მფლობელი კი 7 თებერვალს გამოვლინდება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი პორტუგალიაა, რომელმაც პირველობა 2018-შიც იზეიმა.
ვინ იქნება საქართველოს მეტოქე, ჯერჯერობით უცნობია. წილისყრა 24 ოქტომბერს, კაუნასში გაიმართება, სადაც ტურნირზე მონაწილე 16 ნაკრები A-D ჯგუფებში გადანაწილდება.
აქვე გაგახსენებთ, რომ სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა და მეოთხედფინალშიც ითამაშა. ახლა კი, ასათიანის გუნდი უფრო დიდი მიზნებისთვის ემზადება. რატომაც არა, გამარჯვებისკენ მიმართულ ჟინს წინ ვერაფერი დაუდგება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები