ირაკლი კუპრაძე: აუცილებლად უნდა მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და მისცეთ ხმა საქართველოს მომავალს
ფოტო: IPN
"ლელო -ძლიერი საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ, არჩევნებზე საკუთარი ხმა დააფიქსირა. ჟურნალისტებთან მან განაცხადა, რომ კორუფციისგან, უსამართლობისგან, პოლიტიკური პატიმრებისგან, უკანონობისგან ქალაქისა თუ ქვეყნის გასათავისუფლებლად მოქალაქეები არჩევნებზე უნდა მივიდნენ.
"თუ არ გინდათ წარსული, თუ გინდათ დედაქალაქის გათავისუფლება კორუფციისგან, უსამართლობისგან, ეს ქალაქი და ქვეყანა პოლიტიკური პატიმრების გარეშე, კორუფციის, უსამართლობის, უკანონობის, არაკომპეტენტურობის გარეშე, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ თქვენს საარჩევნო უბნებზე და მისცეთ ხმა საქართველოს მომავალს, არა წარსულს, არამედ მომავალს. მარტივი ფორმულირებაა, რომ თქვენი დედაქალაქის, თბილისისა და მთელი საქართველოს ბედს წყვეტთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ. იმედიანად, მშვიდობიანად, ამისთვის საჭიროა, მხოლოდ და მხოლოდ, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა, აზრი იმ პოლიტიკური პარტიის მიმართ, გუნდებისა და კანდიდატების მიმართ, რომლებიც საუბრობენ მომავალზე. კი არ კინკლაობენ, არამედ აქვთ კონკრეტული გეგმა, რომლითაც შეიძლება მხარი დაუჭირონ მოქალაქეებს, აღმოვფხვრათ ის სიღარიბე, უსამართლობა და კორუფცია, რაც ჩვენ გარშემო არის გამეფებული", — თქვა მან.
ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო დარღვევებისა თუ მანიპულაციებისგან თავდაცვის საშუალებაც სწორედ არჩევნებზე მაღალი აქტივობაა.
"რაც შეეხება გამოვლენილ დარღვევებს, საარჩევნო მანიპულაციის, ზეწოლის, ძალადობის დაცვის საუკეთესო საშუალებაა მაღალი აქტივობა. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მივიდეს საარჩევნო უბანზე და ეს არის სწორედ იმის გარანტია, რომ საარჩევნო უბნებზე მანიპულაციას შესაძლებლობა იქნება ბევრად მცირე „ქართული ოცნების“ მხრიდან, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩევლები არ მივლენ საარჩევნო უბნებზე. მთავარია მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე, დააფიქსიროთ თქვენი ხმა და მოსაზრება, ეს იქნება მთავარი დაზღვევა გაყალბების, მანიპულაციის, ზეწოლისა და ძალადობის წინააღმდეგ.
დღევანდელი დღის პროგნოზს წყვეტენ მხოლოდ და მხოლოდ, თბილისელები და ის ადამიანები, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარი ქალაქის ბედზე. მათი აქტივობა, მათი შრომა, ბრძოლისუნარიანობა იქნება მხოლოდ და მხოლოდ განმსაზღვრელი დღევანდელი დღის. მე დარწმუნებული ვარ, თბილისი, ისე როგორც ყოველთვის, იქნება ცვლილებების ავანგარდში, იქნება ავანგარდში საკუთარი უფლებების დაცვის და ეროვნული ინტერესების დაცვის", — განაცხადა მერობის კანდიდატმა.
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს 8 ოპოზიციური პარტია, მათ შორის ის 2 კოალიცია — ცვლილებისთვის და ნაციონალური მოძრაობა, რომლებმაც ცესკო-ს მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.
ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ არჩევნებში შესვლა ოცნებისთვის ლეგიტიმაციის მიცემას ნიშნავს და სასურველ ციფრებს ოცნება მაინც დაიწერს. თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები რუსთაველზე აქციას გამართავენ. ორგანიზატორებს შორის არიან ნაციონალური მოძრაობის და მოძრაობა რუსთაველის გამზირის წარმომადგენლები. ისინი აცხადებენ, რომ ამ დღეს ოცნების ხელისუფლებას "მშვიდობიანად დაამხობენ".
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები