მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

4 Oct. 2025, 13:00

"უპირველესად, ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოვხატე და არჩევანი გავაკეთე. გულწრფელი ვიქნები საზოგადოებასთან, არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა. ვიცით, რომ ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა. სამწუხაროდ, მეორე მხარეს, არის არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია. დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მოქალაქეებს, ვისაც სწამს ჩვენი სამშობლოსი, ჩვენი სახელმწიფოსი, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც იღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა. იმ ადამიანებს, ვისაც ეს სახელმწიფოებრივი შეგნება გააჩნიათ, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენმა ქვეყანამ არაერთ გამოწვევას გაუძლო. ბევრი გამოცდილება დაგვიგროვდა. სამწუხაროდ, იყო მძიმე დღეები, გადავიტანეთ სამი ომი, დაპირისპირებები. ეს ყველაფერი გავლილია და ჩვენი საზოგადოება ძალიან დაბრძენდა, არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მარტივად გასაკეთებელი არჩევანია. უნდა გვესმოდეს, გავითვალისწინოთ და გავაანალიზოთ, რომ არსებული რეალობა იძლევა იმის შანსს, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გახდეს სტაბილური, მშვიდობიანი და განვითარებული".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…