ელენე ხოშტარია

5 Oct. 2025, 15:44

"არჩევნები არ შედგა!

მორიგ კრიტიკულ მომენტში, ქართველმა ხალხმა ყველას დაანახა, სად არის სიმართლე და სად არის სიცრუეც, სად სავსე თბილისის ქუჩები და სად ცარიელი ეგრეთწოდებული საარჩევნო უბნები. არალეგიტიმურების რიცხვს კალაძეც შეემატა.
სოლიდარობა ახალ პოლიტპატიმრებს!

პროტესტის დისკრედიტაცია არ გამოვა, კრიმინალური ბანდის მხრიდან.
რაც შეეხება პროტესტს და ბრძოლის გაგრძელებას. როდესაც რთული მომენტი დგება ან უკმაყოფილოები ვართ ან ვბრაზდებით და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილები დამნაშავეს ვეძებთ, გაკვეთილები გამოგვაქვს და ვაგრძელებთ ბრძოლას. სასოწარკვეთა გვასუსტებს.

პროტესტს არ ჰყავს უფროსი არც ერთი ცალკე აღებული ადამიანი ან პარტია, პროტესტი არის სახალხო.

თუმცა, პოლიტიკოსებს გვაქვს პასუხისმგებლობა და ფუნქცია — რა უნდა ვქნათ:

1. მოქალაქეების და აქტივისტების მხარდაჭერა და დაცვა;

2. არ თანამშრომლობა;

3. საგარეო ფლანგზე მუშაობა;

4. პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა;

ამ ტიპის ბრძოლაში არასწორია "ან დღეს ან არასდროს", სწორია — "დღესაც, ხვალაც... ბოლომდე!"

გამძლეობით და თანმიმდევრულობით შედეგი დგება და საბოლოოდაც დადგება.
ვიყუროთ წინ, მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

ჩვენი გამძლეობა არა წარმატებიდან წარუმატებლობამდე სიარულშია, არამედ წაბორძიკების შემდეგ ადგომაში და ბრძოლის გაგრძელებაში!

ბოლომდე!"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…