ანდრია ჯაღმაიძე: არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მოქმედებს საკუთარი შეხედულებით და არა პატრიარქის კურთხევით
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი არ გამოხატავს ქართული ეკლესიის პოზიციას და საკუთარი შეხედულებების მიხედვით მოქმედებს. მისივე თქმით, საპატრიარქოს 4 ოქტომბრის ოფიციალური განცხადების შინაარსთან არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილის ქმედება წინააღმდეგობაში მოდის.
"ხშირად ისმის შეკითხვა:
— არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, საპროტესტო მოძრაობაში ჩართვით, გამოხატავს თუ არა ქართული ეკლესიის პოზიციას?
პასუხია:
— არა, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მოქმედებს საკუთარი შეხედულების მიხედვით და არა პატრიარქის კურთხევით.
4 ოქტომბრის საპატრიარქოს განცხადებაში, მისი ოფიციალური პოზიციაა ასახული, არქიმანდრიტი დოროთეს ქმედება კი მის შინაარსთან მოდის წინააღმდეგობაში.
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
▪️ არჩევნებს, საერთოდ ყველგან და საქართველოშიც, დაძაბული ფონი ახლავს. სამწუხაროდ, ჩვენთან მუდმივად არის მცდელობა იმისაც, რომ ამ დაძაბულობაში სასულიერო პირებიც ჩართონ, რაც არასწორია.
▪️ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ერის გამაერთიანებელი ძალა, არ შეიძლება პოლიტიკურ მხარედ წარმოჩინდეს; როგორც არაერთხელ გვითქვამს, ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება დაპირისპირებას შეუწყოს ხელი.
▪️ არჩევნები იმიტომ ტარდება, რომ ხალხმა თავისი ნება ამ საშუალებით გამოხატოს.
▪️ ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს სრულიად საქართველო.
04.10.2025", — წერია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებაში.
ცნობისთვის, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი 4 ოქტომბრის აქციაზე იმყოფებოდა და სიტყვითაც გამოვიდა.
"დღეს ჩვენ დამოუკიდებლობა კი გვაქვს შენარჩუნებული ფორმალურად, მაგრამ ჩვენ უკვე დამოუკიდებლად არ ვართ იმიტომ, რომ დამოუკიდებელი ადამიანები არ გვმართავენ, არ მართავენ საქართველოს. ამიტომ საქართველო ეკუთვნის ხალხს. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ძალაუფლების წყარო არის ხალხი და ყველა სამართალდამცველი ვალდებულია, ძალაუფლების წყაროს დაემორჩილოს და არ დაუპირისპირდეს, არამედ მათი ნება შეასრულოს და არა ერთი ადამიანის. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ არ გადადგან ხალხის საწინააღმდეგო ნაბიჯი ისე, როგორც ეს გაუკეთებიათ. გუშინდელი სისხლი, რომელიც ახალგაზრდობას ადინეს იყოს ბოლო საქართველოში. მე მჯერა თქვენი, მე მჯერა გამარჯვების და ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ, რადგან ნათელ მხარეზე ვდგავართ. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს", — განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა 4 ოქტომბრის აქციაზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები