სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

6 Oct. 2025, 11:03

"ორბელიანის სასახლეში იყო, რაც ვთქვი, რეჟიმის მიერ ხაფანგი მოწყობილი. ამიტომ, ამ მოძრაობის, ამ მშვიდობიანი პროტესტის დამახასიათებელი ეს არ არის. არ არსებობს, რომ ადამიანები, რომლებიც 300-ზე მეტი დღეა დგანან იმისათვის, რომ დაიცვან ამ რეჟიმის წინააღმდეგ კონსტიტუცია, რომელსაც რეჟიმი ყოველ დღე არღვევს, ფეხქვეშ თელავს და ჩვენ ამას აქ ვიცავთ, ყველა, აქ მდგარი თითოეული ადამიანი და თქვენ გინდათ [თქვათ], რომ ერთ საათში ეს ყველაფერი გაქრა და იგივე ეს ხალხი უცებ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებზე მიდის? არ არის ეს, ასე.

გუშინ ჩვენ დავინახეთ, ის, რაც ვიცოდით და რაზეც ვამბობდით, რომ ნებისმიერ დროს, როცა საჭირო იქნება - ეს პროტესტი არსად წასულა და ის 50,70,80 ათასი ადამიანი აქვე გამოვა და გამოვა მშვიდობიანად, როგორც გამოდიოდა, ეს იქნება დღეს, ხვალ, ზეგ და არავინ ჩათვალოს, რომ მუხტი გამქრალია და შეუძლიათ, რაც უნდათ ის გააკეთონ, არ არის ეს ასე. ქართველი ხალხი დგას თავის ადგილას", — განაცხადა 5 ოქტომბრის აქციაზე მისულმა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…