ეთერ ლიპარტელიანი — ერთადერთი ქართველი ქალი ჯუდოკა რეიტინგის სათავეში
ფოტო: საქართველოს ბანკი
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.
ჯუდო ის სპორტია, ქართველ ქომაგს დიდი გამარჯვებებით რომ ანებივრებს. ყოველი ტურნირის წინ, გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს. ასეცაა — ქართველი ჯუდოკები მსოფლიო ასპარეზზე ისტორიული წარმატებებითა და ინდივიდუალური საბრძოლო სტილით გამოირჩევიან და სპორტის ეს სახეობა ქართული კვალის გარეშე წარმოუდგენელია.
ასეთი მრავალფეროვანი და ტიტულოვანი გამოცდილების ფონზე, პირველად ხდება, რომ ჯუდოს მსოფლიო რეიტინგის სათავეში ერთადერთი ქართველი მებრძოლი ქალია. ეთერ, იგივე ეთო ლიპარტელიანი, ასევე პირველი ქალი საქართველოდან, რომელმაც მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. დღევანდელი რეიტინგით, მას 5431 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს, იაპონელ ტამაოკი მომოს 971 ქულით უსწრებს.
უნგრეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ლიპარტელიანი (-57კგ.) ერთადერთი ქართველი იყო (როგორც ქალ, ისე მამაკაც მებრძოლებს შორის), რომელმაც ყველა ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. 9-დან 8 მეტოქე იპონით დაამარცხა, გახდა მსოფლიო ჩემპიონი და საქართველოს ტრიუმფში შერეულ პირველობაზეც უდიდესი წვლილი შეიტანა.
გაგახსენებთ, რომ შერეულ გუნდურ პირველობაზე, ჩვენი ნაკრები ოქროს მედლის მფლობელი პირველად გახდა და იაპონიის ჰეგემონია დაასრულა. მებრძოლები ამომავალი მზის ქვეყნიდან პირველობას ზედიზედ 7 ტურნირის განმავლობაში არ თმობდნენ.
მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, გურამ თუშიშვილი (+100კგ.), რეიტინგში მე-2 პოზიციაზეა წარმოდგენილი, ბრინჯაოს მფლობელები — ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ.) და ლუკა მაისურაძე (-90კგ.) კი მე-4 ადგილს იკავებენ. ათეულის წევრები ასევე არიან:
- გიორგი სარდალაშვილი (-60კგ.) | მე-6 პოზიცია;
- ილია სულამანიძე (-100კგ.) | მე-10 პოზიცია;
- ლაშა ბექაური (-90კგ.) მე-10 პოზიცია.
ჯუდოს მოყვარულებს შეგახსენებთ, რომ ქართველ მებრძოლებს წინ ორი მნიშვნელოვანი ტურნირი ელოდებათ: ახალ წლამდე, აბუ დაბისა და ტოკიოს გრან სლემები, რომლებიც, შესაბამისად, 28-30 ნოემბერს და 6-7 დეკემბერს გაიმართება. უცნობია ჩვენი შემადგენლობა, თუმცა, დარწმუნებულები ვართ, რომ მალე, მსოფლიო რეიტინგის მოწინავე პოზიციებზე უფრო მეტ ქართველ ჯუდოკას ვიხილავთ.
საქართველოს ბანკი — ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები