ჟინს ყოველთვის თავისი გააქვს — გაეცანით ლუიზა ჩალათაშვილის გზას იურისტობიდან ფოტოგრაფობამდე
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რითიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, სრულად გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი.
ამ მიზნით კი ბანკი ახალ პროექტს ახორციელებს, რომელთა ფარგლებშიც, ნებისმიერ მსურველს შეეძლება პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში, ახალ პროფესიას სრული დაფინანსებით დაეუფლოს. პროფესიის შეცვლა და ახალი გზის არჩევა ყოველთვის გამბედაობას ითხოვს – სწორედ გამბედაობის შედეგია ლუიზა ჩალათაშვილის ისტორია.
იურისტის საქმიანობა, საჯარო სამსახური და პროფესიული სტაბილურობა დღისით, ფოტოგრაფია და შემოქმედებითი თავისუფლება საღამოობით. ასე ცხოვრობდა ლუიზა ჩალათაშვილი წლების განმავლობაში, სანამ ერთ დღესაც არ გადაწყვიტა, ორი პარალელური ცხოვრებიდან ერთი აერჩია.
“ჟინს ყოველთვის თავისი გააქვს. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ახლა ფოტოგრაფი ვარ, თუმცა სულ სხვა პროფესიული წარსული მაქვს. რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ ეს არ იყო ის გზა, რისი გავლაც მსურდა. კარგად მახსოვს ის მომენტი, როცა კამერა პირველად დავიჭირე ხელში”, — გვიყვება ლუიზა.
იურისტად მუშაობა სტაბილური, პრესტიჟული, კარგად ანაზღაურებადი პროფესიაა. მიუხედავად ამისა, ლუიზამ გადაწყვიტა, რომ მისთვის მთავარი იყო ეკეთებინა ის, რაც სიხარულს ანიჭებდა.
“ის ნაბიჯიც ჟინმა გადამადგმევინა, ჩემი ჰობი პროფესიად მექცია და იურისტის კარიერას დავმშვიდობებოდი. რაც დრო გადის მეტად მაქვს განცდა იმისა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე”, — გვიზიარებს ლუიზა.
ის იხსენებს, რომ პროფესიის შეცვლა მარტივი არ იყო. ახალი გამოწვევები, ახალი პასუხისმგებლობები, კონკურენცია და ეჭვები – ეს ყველაფერი მისი კარიერული ცვლილების თანმდევი გახლდათ.
“როდესაც ფოტოგრაფიის სფეროში პროფესიულად იწყებ საქმიანობას, უფრო მაღალი პასუხისმგებლობა გაქვს და საკუთარ თავსაც მეტს სთხოვ, მაგრამ ეს სირთულე კი არა, განვითარების შესაძლებლობაა”. — განმარტავს ლუიზა.
მისი ხელწერა ფოტოგრაფიაში განსაკუთრებულია. ის არ ცდილობს ბუნებრივი სილამაზის ხელოვნურად გაუმჯობესებას და სწორედ ამით ახერხებს რეალური კადრების ასახვას.
“ფოტოებს ძირითადად ბუნებრივი განათების პირობებში ვიღებ, მინიმალური ჩარევით. კარგად თუ დააკვირდებით, ჩვენ გარშემო ყველაფერი იმაზე შთამბეჭდავია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს”. — ამბობს ის.
ლუიზას ისტორია გვახსენებს, რომ პროფესიული ცვლილება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. საჭიროა, გამბედაობა და პირველი ნაბიჯის გადადგმა.
“ცხოვრებაში არაფერია დაგვიანებული, ახლის ძიება ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა. თუ ფოკუსს გაასწორებ და შენ სურვილებს გულისყურით მოუსმენ, ჟინი აუცილებლად გიჩვენებს გზას, რომელიც შენია”, — ამბობს ლუიზა.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ადვილი არ არის. გამბედაობის გარდა, ხშირად სხვადასხვა პასუხისმგებლობასაც მოითხოვს. მაგრამ ეს შედეგი ღირს რისკად.
“შეიძლება პირველი ნაბიჯი რთულად მოგეჩვენოს, მაგრამ როგორც კი ამნაბიჯს გადადგამ ხვდები — შენი შესაძლებლობები უსაზღვროა”, — ამბობს ლუიზა.
ლუიზას მსგავსად, შენც შეგიძლია გადადგა ეს ნაბიჯი.
15 ოქტომბრამდე შეავსე აპლიკაცია, მიიღე საქართველოს ბანკის სტიპენდია და დაეუფლე ახალ პროფესიას სასურველ პროფესიულ სასწავლებელში.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები